თარგმანი: იყვის ვინმე ფარისეველ, ხოლო არა მოშურნე შჯულთა წინამბრძოლ-ყოფად. და კუალად, ჰბრძავნ ვინმე და სდევნინ ეკლესიათა, არამედ — მთავრობის მოყუარებით და არა საღმრთოჲთა შურითა. ხოლო მოციქული ორსავე ამას დაგჳმტკიცებს თავისა თჳსისათჳს, რამეთუ რომლით უბრალო იყო ყოვლითავე სიმართლითა, რაოდენი ოდენ დაეტეოდა შჯულისა მიერსა განმართლებასა. ამისთჳს რადღა საძიებელ არს, ვითარმედ საღმრთოჲთა შურითა ჰყოფდა, რასა-იგი ჰყოფდა!
ფილიპელთა მიმართ 3:6
5. წინადაცუეთილებაჲ მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი,6. შურით ვსდევნიდ ეკლესიათა და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო.7. არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად.
ფილიპელთა მიმართ თავი 3