მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 3:13

12. არა თუ ვითარმედ აწვე მომიღებიეს, ანუ თუ აწვე სრულ ქმნულ ვარ; ხოლო ვსდევ ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ.13. ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები,14. და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ.
ფილიპელთა მიმართ თავი 3
13. ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები,
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა მი-ვითარ-რაჲთ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა (3,13).:

თარგმანი: არა ზოგადსა მას გუამთა აღდგომასა საეჭუელ ჰყოფს, არამედ შემდგომად ესოდენთა წარმატებათა და ქრისტეს მსგავსად კაცთათჳს ვნებისა თავს-დებათა, ესევითარითა დიდებითა აღდგომასა თჳსსა ვერ მკადრე არს თქუმად, ვითარი შეეტყუების ქრისტეს თანა ჯუარცუმულსა და მოკლულსა, რომელ არს მის თანა აღდგომაჲ და აღსლვაჲ სიმაღლედ ზეცისა. რამეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ უეჭუელ არს, ვითარმედ ყოველნი აღვდგებით, ხოლო თუ ცხორებად და არა საშჯელად საუკუნოდ, ამას ვინ კადნიერ იქმნეს თავისა თჳსისათჳს თქუმად ვიდრე უკუანაჲსკნელად განჩინებადმდე?

ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ჭირი და სულიერი აღმასვლის დასაწყისი:

...ერთი სიმტკიცე კი ეს არის: არ ვუყუროთ, რამდენი ავედით და გონება არ აგვერიოს, არამედ ვჭვრეტდეთ, კიდევ რამდენია ასასვლელი, და მისკენ ვისწრაფოთ. ამასვე ცხადყოფდა პავლეც, როცა ამბობდა: „უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები,“ ().

მაგრამ სულიერი აღყვანის შესახებ სიტყვა ეს არის; ჩვენ კი ახლა, თუ სათნო გიჩნდებათ, ისტორიაზე გადავიდეთ და ვნახოთ ტყვეობისგან გათავისუფლებულნი. მაშ, როგორ გათავისუფლდნენ ტყვეობისგან? იერუსალიმისადმი მონატრებით; ხოლო მათ, ვინც ეს ვერ აღასრულეს, ღმრთის მადლისგან ვერაფერი მოიგეს, არამედ მონობაში დარჩნენ და მასშივე დაიხოცნენ. თუ ჩვენც მათ მივბაძავთ, იმავეს განვიცდით. რადგან თუ ზეციერთა სიყვარულმა და ზემო იერუსალიმის მონატრებამ არ შეგვიპყრო, არამედ მუდამ აწმყო ცხოვრებას მიველურსმებით და ცხოვრებისეულ საზრუნავთა ტალახში ვიგორავებთ, ვერ შევძლებთ სამშობლოს კვლავ მოპოვებას. „ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.“ (...

სრულად ნახვა