...ა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“** () ამით ქრისტე ღმრთეების უდიდეს საბუთს იძლეოდა: გონების დაფარულის ცოდნას. რადგან ამბობს: „რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი“ (). დავითიც კვლავ ამბობს: „რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო“ (). ღმერთი ამას წინასწარმეტყველებსაც ხშირად აცნობებდა, რათა მსმენელებს ესწავლათ, რომ ნათქვამში არაფერი იყო მხოლოდ ადამიანური, არამედ მთელი განჩინება ზეგარდმო და ცათაგან იყო ჩამოტანილი.
ამიტომ ეს დიდხმოვანი ესაიაც, მას შემდეგ, რაც მეფეს დიდი სიმშვიდით ესაუბრა, საშიშროებათაგან გაათავისუფლა, ახლანდელ ამბებზე გამხნევება უბრძანა და ამის მტკიცებულებებიც მისცა - თავდამსხმელთა განზრახვის გამოცხადება, ღალატის მხილება, ისრაელის სრული და მთელი დატყვევების წინასწართქმა და დროის მითითება - ამით არ დაკმაყოფილდა, არამედ უფრო შორს მიდის: არ ელოდება, რომ მან სასწაული ითხოვოს, არამედ, მიუხედავად იმისა, რომ აქ...