მესამე მეფეთა 8:65
64. მას დღესა შინა განწმიდა მეფემან ეზო იგი, რომელ იყო პირისპირ ტაძარსა მას უფლისასა, რამეთუ მუნ ყუნა მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი იგი და ცმელი იგი სამშჳდებელთა, რამეთუ ტაბლა სპილენძისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, მცირე იყო, რამეთუ ვერ დაიტია მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი სამშჳდებელთანი.65. და ყო სოლომონ მას დღესა შინა დღესასწაული და ყოველმან ისრაჱლმან მისმან მის თანა კრება დიდი და გამოსავლითგან ემათისათ ვიდრე მდინარემდე ეგჳპტისა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა ტაძარსა მას, რომელ აღაშენა, ჭამდეს და სმიდეს და იხარებდეს წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა შჳდ დღე და შჳდ დღეთა, ათოთხმეტთა.66. და დღესა მას მერვესა განუტევა ერი იგი და აკურთხეს მეფე, და წარვიდეს თჳთვეულად სამკჳდრებელსა თჳსსა სიხარულითა გულისათა განმხიარულებულნი ყოველთა მათ ზედა კეთილთა, რომელ ყო უფალმან დავითისთჳს, მონისა თჳსისა, და ერისა თჳსისა ისრაჱლისა.
მესამე მეფეთა თავი 8