...ა შინა შენსა იმრუშებდე, ადრე შთაჰვარდე ჴორცითაცა საქმესა.
ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ამას გლახაკსა თანაწარვჰჴდე? რამეთუ ხვალე სხუასა წარჰჴდები და კუალად სხუასა და იქმნები უწყალო. ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ესე რაჲმე სხჳსაჲ აღვიღო? რამეთუ ამან წარწყმიდა აქაბი, და ფასიცა მისცა, გარნა იძულებით იყო საქმე იგი. უკუეთუ ძუელსა შინა შჯულსა ეგრეთ შეემთხჳა მას, რაჲ ყოფად არს, რომელნი აწ მიიტაცებენ გლახაკთაგან და დავრდომილთა?
ესრეთ თუ ვიხარკოთ და ვიღუაწოთ აღმოფხურად ვნებათა პირველითგან დაწყებით, დიდთა ცოდვათა არასადა მივეცნეთ, არამედ სათნოებაჲ მოვიგოთ და ზეცისა სასუფეველსა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.