მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 21:19

18. აღვედ, შთავედ და მიეგებოდე აქაბს, მეფესა ისრაჱლისასა, რომელ არს სამარიასა, რამეთუ შთასრულ არს იგი ვენაჴსა მას ნაბოთესასა დაპყრობად მისა.19. და ეტყოდე მას და არქუ: ესრეთ იტყჳს უფალი, ვითარმედ: მოჰკალ და დაიმკჳდრე, ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი: ადგილსა, რომელსა აღწბეს ძაღლთა და ღორთა სისხლი ნაბოთესი, მუნ აღწბან სისხლი შენი ძაღლთა და როსპიკნი იბანნენ სისხლითა შენითა.20. და მოვიდა ელია აქაბისა და ეტყოდა მსგავსად სიტყჳსა მის და ჰრქუა აქაბ ელიას: მპოე მეა, მტერო ჩემო? და ჰრქუა ელია: გპოვე, რამეთუ ცუდად აღილაღე და ქმენ ბოროტი წინაშე უფლისა განრისხებად მისა.
მესამე მეფეთა თავი 21
19. და ეტყოდე მას და არქუ: ესრეთ იტყჳს უფალი, ვითარმედ: მოჰკალ და დაიმკჳდრე, ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი: ადგილსა, რომელსა აღწბეს ძაღლთა და ღორთა სისხლი ნაბოთესი, მუნ აღწბან სისხლი შენი ძაღლთა და როსპიკნი იბანნენ სისხლითა შენითა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:

...თ ეტყოდა და ამხილებდა უღმრთოთა. იოვანე ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო!“ ელია იტყოდა: „ვიდრემდის ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა?“ და კუალად მეფეთა ორნივე ამხილებდეს; ერთი იგი იტყოდა: „მოჰკალ და დაიმკჳდრე!“ ამისთჳსცა ჰრქუა აქაბ: „აწ მპოე მტერმან მაგან ჩემმან“; ხოლო მეორე ესე ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა ცოლად ცოლი ძმისა შენისაჲ“. იხილეა კლდეთა მათ შეურყეველთა სიმტკიცე? იხილეა უძლურებაჲ იგი ქჳშისაჲ, ვითარ ადრე დაეცემის, ადრე შეიმუსრვის? გინა თუ მეფესა თანა იყოს, გინა თუ მთავართა, უძლურ არს და საწყალობელ, და მოქმედთა მისთა ყოვლითა უბადრუკებითა აღავსებს. ამისთჳსცა გამოაჩინა უფალმან საწყალობელი იგი საქმე ესევითართა მათ შენებათაჲ: „და იყო დაცემაჲ სახლისა მის დიდ ფრიადო“. ამისთჳს იყო დიდ ფრიად, რამეთუ განსაცდელი იგი არა ჴორციელთა საქმეთათჳს იყო, არამედ - წარწყმედაჲ სულისაჲ, გამოვრდომაჲ სასუფეველისაგან ცათაჲსა და კეთილთა მათგან წარუვალთა; და პირველ მერმისა მის ჭირისა აქავე ყოველთა უსაწყალობელეს არს ესევითარი იგ...

სრულად ნახვა