მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 18:21

20. და წარავლინა აქაბ ყოველსა ისრაჱლსა და შეკრიბნა წინაწარმეტყუელნი იგი მთასა მას კარმელსა.21. და მიიკრიბნა ელია ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა. და არა მიუგო მას ერმან მან სიტყუაჲ.22. და ჰრქუა ელია ერსა მას: მე მარტო დაშთომილ ვარ წინაწარმეტყუელი უფლისა და წინაწარმეტყუელნი ეგე ბაალისნი კაცნი ოთხასდაერგასისნი და წინაწარმეტყუელნი მაღნართანი ოთხასნი.
მესამე მეფეთა თავი 18
21. და მიიკრიბნა ელია ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა. და არა მიუგო მას ერმან მან სიტყუაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:

...გან ეძიებთა პოვნად ალაგსა ცხორებისა თქუენისასა? მეუდაბნოესა მისგან - სოფლისა გამოცდილნი ეგე? ესრეთ იყო ელიაცა. ამისთჳს კადნიერებით ეტყოდა და ამხილებდა უღმრთოთა. იოვანე ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო!“ ელია იტყოდა: „ვიდრემდის ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა?“ და კუალად მეფეთა ორნივე ამხილებდეს; ერთი იგი იტყოდა: „მოჰკალ და დაიმკჳდრე!“ ამისთჳსცა ჰრქუა აქაბ: „აწ მპოე მტერმან მაგან ჩემმან“; ხოლო მეორე ესე ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა ცოლად ცოლი ძმისა შენისაჲ“. იხილეა კლდეთა მათ შეურყეველთა სიმტკიცე? იხილეა უძლურებაჲ იგი ქჳშისაჲ, ვითარ ადრე დაეცემის, ადრე შეიმუსრვის? გინა თუ მეფესა თანა იყოს, გინა თუ მთავართა, უძლურ არს და საწყალობელ, და მოქმედთა მისთა ყოვლითა უბადრუკებითა აღავსებს. ამისთჳსცა გამოაჩინა უფალმან საწყალობელი იგი საქმე ესევითართა მათ შენებათაჲ: „და იყო დაცემაჲ სახლისა მის დიდ ფრიადო“. ამისთჳს იყო დიდ ფრიად, რამეთუ განსაცდელი იგი არა ჴორციელთა საქმეთათჳს იყო, არამედ - წარწყმედაჲ სულისაჲ, გამოვრდომ...

სრულად ნახვა