მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 17:1

1. და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელმან, რომელი-იგი იყო თეზიბით გალადისაჲთ, აქაბს: ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა, რომლისა წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცვარი გინა წვიმა ამათ წელთა თჳნიერ სიტყუათა პირისა ჩემისათა.2. და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიასსა და ჰრქუა:
მესამე მეფეთა თავი 17
1. და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელმან, რომელი-იგი იყო თეზიბით გალადისაჲთ, აქაბს: ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა, რომლისა წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცვარი გინა წვიმა ამათ წელთა თჳნიერ სიტყუათა პირისა ჩემისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...როცა ებრაელთა ერი ურჯულოების უკიდურესობამდე მივიდა, მაშინ დიდმა ელიამ, ზეცათა ღირსმა, რომელსაც სურდა უდებებიდან წარმოშობილი სნეულება აღმოეფხვრა და გამოესწორებინა, დასძინა და თქვა: „ცხოველ არს უფალი, რომლის წინაშე ვდგავარ: არ იქნება წვიმა, თუ არა ჩემი პირით“ ().8 და მან, ვისაც მხოლოდ ცხვრის ტყავის მოსასხამი ჰქონდა, ცა დაკეტა: ასეთი კადნიერება ჰქონდა მას ღმერთის წინაშე. ხედავ, რომ სიღარიბე ბოროტება არ არის? თორემ ყოველ ადამიანზე უღარიბესი კაცი ვერ ეზიარებოდა ასეთ კადნიერებას, რომ მიწაზე მავალს ერთი სიტყვით ასეთი ძალა ეჩვენებინა.

ამრიგად, ეს რომ თქვა, სიყმილი მოაწია, როგორც საუკეთესო აღმზრდელი და მომხდარი ბოროტებების გამომსწორებელი. და თითქოს მძვინვარე ციება ჩავარდნილიყო სხეულში, თვით მიწის ძარღვებიც გამოშრა, ნიაღვრები და ბალახები გაქრა, და მიწის წიაღნი უკვე უნაყოფო იყო. და მაშინ ერმა არამცირე სარგებელი...

სრულად ნახვა