...რადგან ამბობს: „თუ ააშენებ ბრწყინვალე ქალაქებს და ფულის სიმდიდრით შემოირტყამ თავს, ნუ იტყვი: ჩემი სიმართლის გამო მოხდა ეს, არამედ იმ აღთქმათა გამო, რომლებიც შენს მამებთან დაიდო“ (; ; )2. რადგან არაფერია უგუნურებაზე უარესი; ამიტომ ღმერთი ყოველგვარი სახით და განუწყვეტლივ კვეთს მას. „და ძალი საქმეთა თჳსთა უთხრა ერსა თჳსსა მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა“ (). სიტყვა საყოველთაოდან ცალკეულზე გადააქვს: მთელ ქვეყნიერებაზე მომხდარიდან იმაზე, რაც იუდეველებს შეემთხვათ. უფრო მეტიც, თუ ვინმე ზუსტად გამოიკვლევს, ესენიც საყოველთაო საქმეთა რიგს იკავებს. რადგან რაც მათ მიმართ ხდებოდა, სხვებისთვის სწავლებად იქცეოდა; ომებიც, გამარჯვების ნიშნებიც და გამარჯვებებიც ქადაგების ნაცვლად საკმა...