...რადგან ამბობს: „თუ ააშენებ ბრწყინვალე ქალაქებს და ფულის სიმდიდრით შემოირტყამ თავს, ნუ იტყვი: ჩემი სიმართლის გამო მოხდა ეს, არამედ იმ აღთქმათა გამო, რომლებიც შენს მამებთან დაიდო“ (; ; )2. რადგან არაფერია უგუნურებაზე უარესი; ამიტომ ღმერთი ყოველგვარი სახით და განუწყვეტლივ კვეთს მას. „და ძალი საქმეთა თჳსთა უთხრა ერსა თჳსსა მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა“ (). სიტყვა საყოველთაოდან ცალკეულზე გადააქვს: მთელ ქვეყნიერებაზე მომხდარიდან იმაზე, რაც იუდეველებს შეემთხვათ. უფრო მეტიც, თუ ვინმე ზუსტად გამოიკვლევს, ესენიც საყოველთაო საქმეთა რიგს იკავებს. რადგან რაც მათ მიმართ ხდებოდა, სხვებისთვის სწავლებად იქცეოდა; ომებიც, გამარჯვების ნიშნებიც და გამარჯვებებიც ქადაგების ნაცვლად საკმა...
მეორე სჯულისა 9:4
3. არამედ უწყოდი შენ, რამეთუ უფალი ღმერთი შენი წინაგიძღვის შენ წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცეცხლმან შემწველმან მოსრნეს იგინი და მან გარემიაქცინეს იგინი პირისაგან შენისა, აღჴოცნეს და წარწყმიდეს იგინი მსთუად, ვითარცა გეტყოდა თქვენ უფალი.4. ნუ იტყჳ გულსა შენსა, რაჟამს მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი პირისაგან შენსა, ნუ იტყჳ, ვითარმედ: სიმართლისა ჩემისათჳს შემომიყვანა მე უფალმან დამკჳდრებად ქუეყანისა ამის, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნა იგინი უფალმან პირისაგან შენისა5. და არა თუ სიმართლისა შენისათჳს, არცაღა სიწმიდისა გულისა შენისათჳს შეხუედ შენ დამკჳდრებად ქუეყანისა მის მათისა, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა, რათა დაემტკიცოს აღთქუმა იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს,
მეორე სჯულისა თავი 9