...კორ 12:8), და მითხრა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი“ (). და კვლავ, ვინ ყოფილა მოსეზე უფრო მართალი? მაგრამ არც ის იქნა შესმენილი, რადგან ღმერთმა უთხრა: „კმა იყავნ შენდა“ (). რადგან აღთქმის ქვეყანაში შესვლას ითხოვდა, ეს კი მისთვის სასარგებლო არ იყო, ღმერთმა არ დაუშვა. ამასთან ერთად, არის კიდევ სხვა რამეც, რაც არშესმენას იწვევს: როცა ცოდვებში ვრჩებით და ასე ვლოცულობთ.
ამასვე ეუბნებოდა ღმერთი იერემიას იუდეველთა შესახებ: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის“ (). „ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა?“ (). ამბობს: უღმრთოებისგან არ განდგომილან, შენ კი მათთვის ვედრებას აღავლენ? მაგრამ ამბობს: „რამეთუ არა ვისმინო“ (...