მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 3:2

1. და მოვიქეცით და მივედით გზასა მას ბასანად კერძო და გამოვიდა ოლ, მეფჱ ბასანისაჲ, შემთხუევად ჩუენდა, იგი და ყოველი ერი მისი ღუაწლით ბრძოლისა ჰედრაინდ.2. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს ყოვლითურთ ერით მისით და ყოვლითურთ ქუეყანით მისით და უყო მას, რაჲცა-იგი უყავ სეონ, მეფესა მას ამორეველთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყოს ესობონს.3. მოგუცა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ოგ, მეფჱ იგი ბასანისაჲ, და ყოველი იგი ერი მისი და მოვსართ იგი და ყოველი სოფელი მისი და არა დაშთა სოფელსა მისსა ნათესავი.
მეორე სჯულისა თავი 3
2. სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს ყოვლითურთ ერით მისით და ყოვლითურთ ქუეყანით მისით და უყო მას, რაჲცა-იგი უყავ სეონ, მეფესა მას ამორეველთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყოს ესობონს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მართალი ლოცვა და შურის არძიება:

...კორ 12:8), და მითხრა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი“ (). და კვლავ, ვინ ყოფილა მოსეზე უფრო მართალი? მაგრამ არც ის იქნა შესმენილი, რადგან ღმერთმა უთხრა: „კმა იყავნ შენდა“ (). რადგან აღთქმის ქვეყანაში შესვლას ითხოვდა, ეს კი მისთვის სასარგებლო არ იყო, ღმერთმა არ დაუშვა. ამასთან ერთად, არის კიდევ სხვა რამეც, რაც არშესმენას იწვევს: როცა ცოდვებში ვრჩებით და ასე ვლოცულობთ.

ამასვე ეუბნებოდა ღმერთი იერემიას იუდეველთა შესახებ: „და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის“ (). „ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა?“ (). ამბობს: უღმრთოებისგან არ განდგომილან, შენ კი მათთვის ვედრებას აღავლენ? მაგრამ ამბობს: „რამეთუ არა ვისმინო“ (...

სრულად ნახვა