...იოან 8:39). რადგან ყველასთვის ცხადია, რომ შვილი მამის გამო არ ისჯება და არც მამა - შვილის გამო. ეს სჯულშიც წერია: „ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ.“ (), გარდა იმ შემთხვევისა, როცა თვითონ ცუდად აღზარდა; მაშინაც კი ის არა შვილის გამო, არამედ საკუთარი დაუდევრობის გამო ისჯება, როგორც ელი.
3. ბოროტი განზრახვა და საკუთარი წყევა
თუ გნებავთ, ფსალმუნსაც თავიდან მივყვეთ: „ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ“ (). ხოლო სხვა განმმარტებელი ამბობს: „ღმერთო, ჩემი გალობის მიმართ ყრუ ნუ იქნები“. სხვა კი ასე ამბობს: „ნუ დადუმდები“; ესე იგი, სასჯელს გვერდი ნუ აუვლი, არამედ მომხდარზე მიაგე. რადგან შენ ხარ დიდებული, დიდი და ძლიერი, რომ ამგვარი საქმეები გამოასწორო. „რამეთუ პირი ცოდვილისა და პირი მზაკვარისა ჩემ ზედა აეღო, იტყოდეს ჩემთჳს ენითა ზაკულითა;“ (...