...იერ 31:29); კიდევ: «ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ» (), და კიდევ: «ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ» (). ამრიგად, გთხოვთ, თქვენგან არავინ, საღვთო წერილის მიზნის არმცოდნემ, ნუ გაბედავს მასში დაწერილის საყვედურს, არამედ მადლიერებით მიიღეთ მისი სიტყვები, საღვთო წერილის ზედმიწევნითობას განცვიფრებით შეხედეთ და იმაზე იფიქრეთ, რა დიდი ბოროტებაა ცოდვა. აი, მართლაც, ძმა, ერთი დედისგან შობილი, ერთი მუცლიდან მოსული, ცოდვამ მონად აქცია და, თავისუფლება რომ წაართვა, დამორჩილებამდე მიიყვანა. აქედან დაიწყო მონობა. მანამდე ადამიანებს შორის არ იყო ასეთი განაზებულობა და ასეთი ფუფუნება, რომ ერთს სხვის მომსახურება სჭირდებოდა, არამედ ყველა თავს ემსახურებოდა, ყველა თანასწორ პატივში იყო და არანაირი უთანასწორობა არ არსებობდა. ხოლო, როცა ცოდვა გამოჩნდა, მან თავისუფლება დაარღვია, ბუნებისგან მინიჭებული ღირსება შეარცხვინა და მონობა შემოიღო, რათა ეს იყოს მუდმივი დარიგება და შეგონება კაცობრიობისთვის — ცოდვის მონობას გაექცეს და სათნოების თავისუფლებისკენ ისწრაფ...
მეორე სჯულისა 24:16
15. არამედ მასვე დღესა მისცე მას სასყიდელი იგი მისი, ნუ დააღამებ მას მას ზედა, რამეთუ უპოვარ არს იგი და იგი არს სასო მისა, ნუუკუე ღაღადბდეს შენთჳს უფლისა მიმართ და შეგერაცხოს იგი ცოდვად.16. ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ.17. ნუ განსდრეკ სარჩელსა მწირისასა, ნუცა ობლისასა, ნუ მოჰჴუთავ ფიჩუსა ქურივსა.
მეორე სჯულისა თავი 24