მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 14:2

1. ნაშობ იყვნეთ თქუენ უფლისა ღმრთისა თქუენისა, მკუდარსა ზედა არა იტყებდე და არცაღა აჩინო ნიში ჴაჴილებისაჲ შუბლსა შენსა, შორის ორთა თუალთა შენთა.2. რამეთუ ერი ეგე წმიდაჲ ხარ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შენ გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო მისა ერ საზეპურო ყოველთა შორის ნათესავთა, რომელნი არიან გარემოჲს შენსა.3. ყოველივე საცხოვარი, რომელი ბილწ არს, არა შჭამო. არამედ ესე შჭამო ჴბოჲ ზუარაკთაგანი და ტარიგი ცხოვართაგანი, ვაცი თხათაგანი,
მეორე სჯულისა თავი 14
2. რამეთუ ერი ეგე წმიდაჲ ხარ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შენ გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან, რათა იყო მისა ერ საზეპურო ყოველთა შორის ნათესავთა, რომელნი არიან გარემოჲს შენსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სჯულის ერის მხილება და ქრისტეს მოწმობა:

...ებს და გვინდა ისინი უფრო მკაცრად ვამხილოთ, მათივე ხარისხებით მოვიხმობთ, რათა ბრალდება უფრო მძიმე გავხადოთ, და ვამბობთ: „დიაკონი მოიხმე“, ან: „ხუცესი მოიხმე“. ამრიგად, რაკი ესენიც „სამეუფოჲ მღდელობაჲ“ () და „ერ საზეპურო“ () იწოდებოდნენ და ამით დიდად ამაყობდნენ, ბრალდების სიმძიმეს სწორედ ამ პატივიდან ქმნის.

„აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა“ (). რადგან ისინი აურაცხელ ბოროტებას ბედავდნენ, ბოროტების ამდენ სახეს სჩადიოდნენ — იტაცებდნენ, ანგარობდნენ, კლავდნენ, მრუშობდნენ, სისხლს სისხლზე ურევდნენ — და მაინც ფიქრობდნენ, თითქოს დიდ საქმეს აღასრულებდნენ და სჯულსაც და აღთქმასაც ასრულებდნენ, თუ ცხვრებსა და ხბოებს შესწირავდნენ. ამიტომ მათ ამით ჰკიცხავს, დასცინის და ამბობს: „აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა“ (), ანუ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ უგუნურ ცხოველთა სხეულების დაკვლა ცხონებისთვის საკმარისია. **„და უთხრობენ ცანი...

სრულად ნახვა