მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:5

4. რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა.5. მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ,6. რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა,
კოლასელთა მიმართ თავი 3
5. მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ,
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არაწმიდებაჲ, ვნებაჲ, გულისთქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთმსახურებაჲ, რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა (3,5-6).:

თარგმანი: პირველი იგი მოკუდომაჲ ნათლისღებისა მიერ მოგუემადლების ქრისტესგან, მოტევებითა პირველ ქმნულთა ცოდვათაჲთა, ხოლო შემდგომად ნათლისღებისა ჩუენ ვართ უფალ მეორისა ამის მოკუდინებისა, რაჲთა მოვაკუდინნეთ ჴორცნი ჩუენნი უქმ-ყოფითა ცოდვისა მიმართ. გარნა ესე ცხად არს, ვითარმედ, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა, ცოდვასა ჴორც ცოდვისა, ეგრეთვე აქა ვნებათა მწყობრსა ასო ქუეყანისა უწოდს მოციქული, რამეთუ ცოდვაჲ ჴორცთა მიერ ქუეყანასა ზედა იქმნების, და ესენი არიან ასო ცოდვისა: პირველად სიძვაჲ, რომელი-იგი თანა-შემწეობითა ჴორცთა აღძრვისაჲთა მიიღებს უპირატესობასა უმძლავრესობისათჳს და უბილწესობისა. ხოლო მეორე — არაწმიდებაჲ, რომელი-ესე ზოგადი სახელი არს ყოველთაჲ, რომელნი განჴუებულ გუყოფდენ ჩუენ სიწმიდისაგან. ამათ შეუდგს ვნებაჲ, რომელ არს მიმყოვრებული წურთაჲ ბოროტისა გულისსიტყჳსაჲ. და დასასრულსა უთქუამს გულისთქუმაჲ ბოროტი — ძირი იგი და აღმომაცენებელი ყოველთა ბოროტთაჲ და თჳთ ანგაჰრებისაჲცა, რომელსა სახელ-სდებს კერპთმსახურებად. ესრეთ ზოგად ამათ ყოველთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა, რომელნი-იგი საქმით მორჩილებისა მიერ მოგებულისა წილ შვილებისა ღმრთისა —...

სრულად ნახვა
საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. ვნებათა მოკვდინება და სულის ნაყოფი:

...ელ ჟამს თვალწინ უნდა გვქონდეს უფლის სამსჯავრო და ის, რამაც შეიძლება დიდი კადნიერება მოგვცეს, ან სასჯელი მოგვიტანოს. ეს რომ გონებაში გვქონდეს, ვნებებს ვძლევთ, ხორცის აღძვრას ავღვირავებთ და, ნეტარი პავლეს სიტყვით, „მოვაკუდინებთ ასოთა ჩვენთა ქუეყანასა ზედა: სიძვასა, არა-წმიდებასა, ვნებასა, გულისთქმასა ბოროტსა" (), „რისხვასა" (), ანგარებას, დიდებისმოყვარეობას, სიძულვილს. თუ ჩვენ თავს ამ ვნებათათვის მკვდრად ვაქცევთ ისე, რომ ჩვენში მოქმედება ვეღარ შეძლონ, მაშინ სულის ნაყოფს მოვიმკით, რომელიც არის: „სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ" (გალ 5:22–23). ამაში უნდა მდგომარეობდეს ქრისტიანის განსხვავება ურწმუნოსგან; ეს უნდა იყოს ჩვენი განმასხვავებელი ნიშნები, რომ არა მხოლოდ სახელით ვიწოდებოდეთ და გარეგნობით არ ვცუდმედიდობდეთ, პირიქით, თუნდაც ყველა ჩამოთვლილი (სულის) ნაყოფი მოგვეპოვებოდეს, მაშინაც არ ვამაყობდეთ, არამედ კიდევ უფრო ვმდაბლობდეთ. „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა", – ამბობს (ქრისტე), – „თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი" (). თუ ასე ვიზრუნებთ ჩვენი ცხონებ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ ვითარმედ სათნოებაჲ სულიერი მსხუერპლი არს, და ვეცხლისმოყუარებაჲ ცუდადმზუაობრობისაგან არს:

...უკუნისამდე, და არა თუ ოდენ ეგოს, არამედ უმეტესიცა ძალი აჩუენოს. და ესრეთ მხიარულ-ჰყოფდა მათ.

სწავლაჲ ოდ ვითარმედ სათნოებაჲ სულიერი მსხუერპლი არს, და ვეცხლისმოყუარებაჲ ცუდადმზუაობრობისაგან არს

არამედ ჩუენცა შეუდგეთ მას და აღვიღოთ ჯუარი ჩუენი, რამეთუ წერილ არს: „მოაკუდინენით ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა“. დავშრიტოთ უკუე გულისთქუმაჲ, მოვაკუდინოთ გულისწყრომაჲ, მოვკლათ შური, და ესე არს მსხუერპლი ცხოველი, რომელი არა მტუერ იქმნების, არცა კუამლად განიბნევის, არცა ცეცხლი უჴმს და შეშაჲ და მახჳლი, არამედ ცეცხლად აქუს და მახჳლად სული წმიდაჲ. ესე მახჳლი აღიღე და მოიკუეთე ნამეტნავი იგი გულისაჲ და განაღე დაყოფილი სასმენელი, რამეთუ სენი და ბოროტნი გულისთქუმანი დაუყოფენ სასმენელთა სმენად სიტყუასა ღმრთისასა. რამეთუ ვეცხლისმოყუარებაჲ რაჲ მოიწიოს, არა უტევებს შესლვად სიტყუათა მოწყალებისათა, და სიძულილი დაჰყოფს შესავალთა სიყუარულისათა, და ყოველი ვნებაჲ ესრეთ არს.

არამედ ჩუენ აღმოვჰფხურნეთ ბოროტნი გულისთქუმანი, რამეთუ ოდენ ვინებოთ, და ყოველი დაშრეტილ არს, ხოლო ჩუენ ვართ, რომელნი ვაუფლებთ ვნებათა ჩუენ ზედა. და ნუ მძლავრებასა მას ვეცხლისმოყუარებისასა ჰხედავ, არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ შენგან არს იგი მძლავრებაჲ, და არა თუ ბუნებითი არს ესე გულისთქუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲე ვეცხლისმოყუარებისათჳს:

...რნი დაანთქნა, რომელნი მიიღებდეს ქრთამსა და ზიარ მპარავთა იქმნებოდეს; ამან აღავსნა სისხლითა გზანი და გლოვითა და გოდებითა - ქუეყანანი; ამან შეაგინნა მრავალნი და ტაბლები ბილწებისაჲ დააგო და სანოვაგები უშჯულოებისაჲ. ამისთჳს „კერპთმსახურებად“ უწოდა მას პავლე. ; ხოლო ვითარ არს კერპთმსახურებაჲ? ესრეთ, რამეთუ რომელთამე აქუს საფასჱ და შეხებად მისა ვერ იკადრებენ, არამედ შვილითი შვილად ჰმარხვენ მიუახლებელად, ვი-თარცა სიწმიდესა რასმე, რომელსა ვერ იკადრებნ კაცი მიახლებად, და უკუეთუ ოდესმე აიძულნენ მიახლებად მათა, ესრეთ შეურაცხიეს, თუ ბოროტი რაჲმე ქმნეს; და ვითარცა კერპთა, ეგრეთ დაჰმარხვენ საფასე-თა, შეწყუდეულთა შინაგან კართა და მოქლონთა, და ტაძრისა წილ აქუს მათ კიდობნები და დაჰმარხვენ ჭურჭელთა შინა ვეცხლისათა.

რასა იტყჳთ, ვეცხლისმოყუარენო? არა თაყუანის-სცემთა ოქროსა მას, ვითარცა კერპსა? რამეთუ დაღაცათუ არა თაყუანის-სცემთ, არამედ ყოვლით კერძო პატივ-სცემთ მას; და კუალად კერპთმსახურსა ურჩევიეს სულისა თჳსისა აღმოსლვაჲ, ვიდრე კერპისა თჳსისა წარგებაჲ, და ვეცხლისმოყუარენიცა ეგრეთვე არიან. ხოლო ამას თუ იტყჳ შენ, კაცო, ვითარმედ: არა თაყუანის-ვსცემ მე ოქროსა, არცა იგი კერპსა მას თაყუანის-სცემს, არამედ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ გ ცუდადმზუაობრობისათჳს:

...არს ჟამი, რაჟამს არამცა იპოებოდა, უკუეთუ არა იყოს გონებაჲ დამაყენებელი მისი; არამედ მარადის არს იგი, რომელი არა თუ ცოდვასა ოდენ გუაქმნევს, არამედ დაღაცათუ კეთილი რაჲმე ვქმნეთ, მასცა მიგუტაცებს.

რამეთუ უკუეთუ პავლე მოციქული ანგაჰრებასა „კერპთმსახურებად“ ; უწესს, მაშა ძირი იგი და მშობელი მისი და წყაროჲ, რომელ არს ცუდადმზუაობრობაჲ, რაჲ-მე ყოფად არს? რამეთუ არცა იპოების სახელი, ღირსი მისისა უკეთურებისაჲ. განვიფრთხოთ უკუე, საყუარელნო, და ბოროტი ესე სამოსელი აღვიძარცოთ და განვხეთქოთ და განვაგდოთ და ვიქმნნეთ აზნაურებითა მით ჭეშმარიტითა შემოსილ და გულისხმავყოთ პატიოსნებაჲ იგი, რომელი ღმერთმან მომცა ჩუენ.

შეურაცხ-ვყოთ უკუე დიდებაჲ ესე ამაოჲ სოფლისაჲ, რამეთუ არარაჲ არს ესრეთ საკიცხელ და ამაო, ვითარ ესე ვნებაჲ, არარაჲ არს ესრეთ სავსჱ შეურაცხებითა; და ესე მრავლით კერძო გულისხმა-ვყოთ, უკუე-თუ გუენებოს, ვითარმედ დიდებისმოყუარებაჲ სოფლისაჲ გინებულ არს, ხოლო ჭეშმარიტი დიდებაჲ არს მისი შეურაცხებაჲ და ყოვლით კერძო ღმრთისა მონებაჲ და მისა სათნო-ყოფაჲ, რამეთუ მაშინ შემიყუარებს ჩუენ, რაჟამს ჩუენ მას მხოლოსა სათნო-ვეყოფოდით. ანუ რად საჴმარ არიან ჩუენდა მრავალნი მხედველნი, ვინაჲთგან სასყიდელისმომნიჭ...

სრულად ნახვა