თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "მოჰკუედით ქრისტეს თანა", აწ შეუდგენს, ვითარმედ: "აღსდეგით ქრისტეს თანა", რამეთუ მის თანა მომკუდართაჲ უეჭუელ არს მის თანა აღდგომაჲ. ხოლო იხილე, ვითარ არა კმა-იყოფს ჩუენთჳს აღდგომასა ქრისტეს თანა, მის თანა სიკუდილითა ნათლისღებისა მიერ, არამედ რაჲთა შემდგომად ნათლისღებისა ვისწრაფოთ მოგებად კეთილთა საქმეთა, რომელ არს არარას ძიებაჲ სოფლიოსა და წარმავალსა, არამედ ზეცისასა და წარუვალსა, და რაჲთა არა დავსცხრეთ სრბისაგან მოღუაწებისა, ვიდრემდის, ქრისტეს თანა აღდგომილნი ნათლისღებითა, მის თანავე დავსხდეთ მარჯუენით ღმრთისა, რამეთუ სადაცა თავი იყოს, უეჭუელად მუნვე საძიებელ არს შეკრებაჲ ყოველთა ასოთა გუამისათაჲ. ხოლო ესე მაშინ მოგუემადლების, რაჟამს ამიერ ქუეყანასა ზედა მყოფნი ესოდენ ზეშთა ვექმნენით ზრუნვათა სოფლისათა, ვითარცა ზეცას მყოფნი შორიელად დახედვენ ქუეყანისათა.
კოლასელთა მიმართ 3:1
...იხილე, როგორ კვლავ მადლობის აღვლენით დაასრულა წიგნი და გვასწავლის, რომ ეს უნდა იყოს დასაწყისიცა და დასასრულიც ჩვენი საქმეებისა და სიტყვებისა. ამიტომ პავლეც ამბობს: „რასაც კი აკეთებთ სიტყვითა და საქმით, ყოველთვის ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას მის მიერ“ ()1. ასევე აქედან იწყება ჩვენი ლოცვის შესავალიც. რადგან „მამაო ჩვენო“-ს თქმა იმათ შეეფერება, ვინც უკვე მიღებული ნიჭებისთვის მადლობს და ამ სახელით ყველა ამ ნიჭზე მიუთითებს.
ვინც ღმერთს მამა უწოდა, შვილება აღიარა; ხოლო ვინც შვილება აღიარა, მან სიმართლე, სიწმიდე, გამოხსნა, ცოდვათა მიტევება და სულიწმინდის მონიჭება გამოაცხადა. რადგან ეს ყველა ნიჭი წინასწარ უნდა არსებობდეს, რათა სწორედ ამგვარად ვეზიაროთ შვილებას და ღირსნი გავხდეთ, მას მამა ვუწოდოთ. მე კი მგონია, რომ ამ სიტყვებით კიდევ სხვა რამესაც მიანიშნებს: „მის წმიდათა შორის“ ნიშნავს: მისი წმინდანების გამო. მაშ, მადლობდეთ, რადგან მან ასეთი ცხოვ...
...ლი დაბადებული“** (). ადამიანი: როგორც ამბობს, „განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი“ () და „შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა“ (). ამრიგად, ახალი ცხოვრების გამო და ყოველივე დანარჩენის გამოც აღთქმას ახალი ეწოდება, და წინასწარმეტყველი ახლა მოგვიწოდებს, ამ აღთქმის ახალი საგალობელი ვიგალობოთ. ისტორიული აზრით კი ეს არის ნათელი და სახელოვანი საგალობელი, რომელსაც გამარჯვებებზე, წარმატებებსა და ძლევის ნიშნებზე უნდა გალობდნენ. „მისი დიდება წმიდათა კრებულში“ ().
ხედავ, როგორ ეძებს სიტყვებამდე ცხოვრებითა და საქმეებით აღვლენილ მადლიერებას და როგორ შეჰყავს ასეთი ადამიანები მგალობელთა გუნდში? რადგან მხოლოდ სიტყვებით მადლობის შეწირვა არ კმარა, თუ საქმით აღსრულებული სათნოებაც არ დაერთო. **„მისი დიდ...
...ოგორ არის შესაძლებელი ცად ასვლა? მოუსმინე პავლეს, რომელიც ამბობს და გვიჩვენებს, რომ ხორცთან შეკრულნიც შეგვიძლია იქ ვიმყოფებოდეთ; რადგან ამბობს: „ზეცისასა ზრახევდით“ (), „სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე.“ () და კვლავ: „ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს“ () „და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი“ ()
დამდაბლების სახელი მრავალ რამეს ნიშნავს. არსებობს სათნოებითი სიმდაბლეც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.“ () არის დამდაბლება უბედურებათაგანაც და არის ცოდვებისგანაც. აქ კი უბედურებათაგან მომდინარე დამდაბლებაზე ამბობს. ამიტომაც დაურთო, ამის საჩვენებლად: **„და დაამდაბლ...
...გახია, რომ ისინი უვარგისნიც გამხდარიყვნენ. აქ ბორკილებს ჭირს, გამოცდებსა და საფრთხეებს უწოდებს.
რადგან არსებობს კარგი საკვრელიც, რომლის შემჭიდროებაც უმჯობესია, როგორც მაშინ ამბობს: „და ამას ყოველსა ზედა სიყუარული“ (); და: „რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ“ (). არსებობს ამის საწინააღმდეგო საკვრელიც, როგორც მაშინ ამბობს: „საბლითა ცოდვისა თჳსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის“ (). ამაზე ქრისტეც მიგვანიშნებდა, როცა ამბობდა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა“ ()? და ესაიაც ქრისტეს შესახებ ამბობს: „მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა“ (), შეკრულთ რომ ეუბნება: „საკრველთშინანი გამოვედით“ ()....
...ბელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს“** (). ამიტომ პავლეც ღაღადებს: „ზეცისასა ზრახევდით“ (), იქ, „სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე“ (). ხედავ, როგორ დაგვაყენა სერაფიმებთან ერთად, როცა სამეფო ტახტთან ახლოს მიგვიყვანა? შემდეგ ამბობს: „ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა“ (). რას გვიჩვენებს ეს ექვსი ფრთა? იმ ბუნებათა სიმაღლეს, ამაღლებულობას, სიმსუბუქესა და სისწრაფეს. ამიტომ გაბრიელიც ფრთოსნად ჩამოდის: არა იმიტომ, თითქოს იმ უსხეულო ძალას ფრთები ჰქონდეს, არამედ იმიტომ, რომ უმაღლესი ადგილებიდან ჩამოვიდა, ზენა სავანეები დატოვა და მოვიდა. მაგრამ რას ნიშნავს ფრთათა რიცხვიც? აქ ჩვენი მხრიდან განმარტება საჭირო არ არის, რადგან წერილის სიტყვამ თვითონვე გან...
...ცეცხლოვანი ისრის დაშრეტას (ეფ.6.16) და შევიმოსოთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება; მივუტევოთ და ჩვენი თავი მივმადლოთ ურთიერთს ... შევიმოსოთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა. ყველაფერს განაგებდეს ჩვენს გულებში მშვიდობა ღმრთისა და მადლიერნი ვიყოთ... (). შევირტყათ წელზე ჭეშმარიტება და ჩავიცვათ სიმართლის აბჯარი (ეფ.6,12), „რათა დავიმკვიდროთ შეუძვრელი სასუფეველი.“ ()
გახსოვდეთ, „იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა“ () და ჟამთა ცვლა მას არ ეხება!
გიხაროდეთ, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
აღდგომა ქრისტესი, 2021 წელი წყარო: https://patriarchate.ge/news/2748
...ირველი. ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, - ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ადიდეთ და „უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით“. (); და სასოებით „ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი სიყვარულის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება“ ().
მაშ, „შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი“. (თესალ. 1,58), რადგან
ქრისტე აღდგა!
გიხაროდეთ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი 2019 წყარო: http://patriarchate.ge/geo/სრულიად-საქართველოს-კათ-48/
...ელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაჲ, თავს-იდებდით ურთიერთარს და მიჰმადლებდით თავსა თჳსთა, უკუეთუ ვისმე ჰქონდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა იგი ქრისტემან მოგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ; და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელი-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ** (). შემთხვევითი როდია, რომ პავლე მოციქული სრულყოფის პროცესს მოწყალებით იწყებს. ჩვენი სულიერი აღმასვლა სწორედ მისგან უნდა დავიწყოთ: მშიერი უნდა დავაპუროთ, მტირალს ნუგეში ვცეთ, სნეულნი მოვინახულოთ, უსახლკარონი შევიფაროთ.
სულიერი სრულყოფის გზაზე მეორე ნაბიჯად პავლე მოციქულს სიტკბოება (სახიერება) მიაჩნია. ეკლესიის ძველი მამების განმარტებით სიტკბოება იმგვარი სათნოებაა, რომლის მფლობელისთვისაც მეზობლის სიკეთე ისევე ძვირფასია, როგორც საკუთარი. ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი ამ სიტყვას ძველი აღთქმის პატრიარქის ისააკის დასახასიათებლად იყენებს, რომელიც უდაბნოში ჭებს თხრიდა და სხვებს აძლევდა (), რათა მეზობლებთან ომი არ მოსვლოდა. ამ შემთხვევაში არა თუ შური არ არსებობს, არამედ სხვების მიმართ იმგვარი კეთილგანწყობილებაა გამომჟღავნებული, როცა მეორე ადამიანის სიხარული საკუთარ სიხარულად აღიქმება.
შ...
...საც არაფრის საჭიროება არ აქვს, ჩვენგან არაფერს ითხოვს, სიტყვიერი მადლიერების გარდა; ხოლო სიტყვიერ მადლიერებასაც არა იმიტომ ითხოვს, რომ თავად საჭიროებს მას, არამედ, რათა გვასწავლოს სიკეთის მიმნიჭებლის მიმართ მადლიერნი ვიყოთ. სწორედ ამიტომ პავლეც კოლასელთა მიმართ წერდა რა, ამბობდა: "მადლის მიმცემელ იყვენით" (). მართლაც, ჩვენგან უფალი არაფერს ისე მოითხოვს, როგორც ამ სათნოებას. ნუ ვიქნებით უმადურნი და, საქმით ვიღებთ რა ქველმოქმედებას, ნუ დავიზარებთ სიტყვით მადლობის აღვლენას უფლისადმი, რადგან ამის სარგებელი ჩვენვე გვიბრუნდება. თუ წინანდელი ღვთის მოწყალებისთვის მადლიერნი ვართ, ამით ჩვენთვის საიმედო საშუალებას ვიძენთ კიდევ უფრო დიდის მისაღებად. მხოლოდ, გთხოვთ, თუ შესაძლებელია, ყოველდღე და ყოველ ჟამს ვიფიქროთ არა მხოლოდ იმ საერთო ქველმოქმედებაზე, რომელიც ყოველივეს შემოქმედმა მთელ ადამიანთა მოდგმას გაუწია, არამედ კერძო ქველმოქმედებაზეც, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეძლევა.
რას ვამბობ — კერძოზე და თითოეულ ჩვენგანს ბოძებულზე? იმისთვისაც უნდა ვმადლობდეთ, რაც ჩვენდა უცნობლად ვიღებთ. ჩვენს ცხონებაზე მზრუნველი უფალი ჩვენ ბევრ ისეთ ქველმოქმედებას გვიწევს, რომელიც ჩვენ არც კი ვიცით — ხშირად საფრთხეებისგან გვიხსნის და სხვა მოწყალებასაც გვიწევს. ის კაც...
...ცა მათთა ვერ წინააღუდგებოდით? არა გესმისა მოციქულისაჲ, რასა იტყჳს, ვითარმედ: „მზა იყვენით სიტყჳს-მიგებად ყოველთა, რომელნი ეძიებდენ თქუენგან სიტყუასა სასოებისათჳს თქუენისა“? და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ მდიდრად თქუენ შორის“. არამედ რასა იტყჳან უგუნურნი, ვითარმედ: წერილ არს, ვითარმედ: „სული წრფელი კურთხეულ არს“, და „რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით“? რამეთუ ესე არს ყოველთა ბოროტთა მიზეზი, რომელ წამებასაცა წერილთასა არა კეთილსა ზედა იჴმარებენ მრავალნი, რამეთუ არა თუ უსწავლელთა და უგუნურთა აკურთხევს წერილი, არამედ მას, რომლისა თანა უკეთურებაჲ არა იყოს. თუ არა, უკუეთუმცა ესრეთ იყო, ვითარ იგინი იტყჳან, ამაო იყომცა სიტყუაჲ იგი, რომელი იტყჳს: „იყვენით ბრძენ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“. ხოლო ჩუენ, რომელთა არცა ერთი რაჲ კეთილი წარგჳმართებია, ვითარ ვთქუათ ესე სიტყუაჲ, თუ წრფელნი ვართ, რომელნი-ესე უუბადრუკეს ვართ ყოველთასა, მაბრალობელ ურთიერთას და ბრალთა ჩუენთა არა განმამართ...
.... კაცად-კაცადი უკუე, აღდგეს რაჲ ტაბლისაგან, ამათ სიტყუათა იტყოდენ გულისჴმის-ყოფით: „კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო“. რამეთუ ესე მოციქულისა მიერ განწესებულ არს, რომელი იტყჳს: „ყოველსავე, რასაცა ვიქმოდით სიტყჳთ გინა საქმით, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ვიქმოდით და ვჰმადლობდეთ ღმერთსა და მამასა მის მიერ“.
ხოლო მადლობაჲ იგი არა მის ოდენ დღისათჳს აღესრულების, რომელსა შინა ვიყვნეთ, არამედ ყოვლისავე ცხორებისა ჩუენისათჳს, რამეთუ ესრეთ იტყჳს გალობაჲ იგი: „რომელმან გამომზარდე მე სიყრმით ჩემითგან“.
და ესეცა სწავლაჲ არს ფრიადისა გულისჴმის-ყოფისაჲ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ჯერ-არს ზრუნვაჲ, ვინაჲთგან ღმერთი არს მზრდელი და მოღუაწე ჩუენდა. უკუეთუმცა მეფემან უქადა ვის მარადღე სამეუფოთა საგანძურთაგან მიცემად საზრდელისა, არამცა უზრუნველ იყოა იგი მინდობითა სიტყუასა მას მეფისასა? რავდენ უფროჲსად ჩუენ გჳღირს უზრუნველობაჲ, რომელთა-ესე ღმერთი მოგუცემს დღითი-დღედსა საზრდელსა. რამეთუ ამისთჳს მოღუაწენი იგი ესრეთ გალობენ, რაჲთა თავთაცა თჳსთა და მოწაფეთაცა მოძღურებისა მათისათა ასწაონ დატევებად ყოვლისავე სოფლიოჲსა ზრუნვისა. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა თავთა თჳსთათჳს ხოლო შესწირვენ მადლობასა მას, არამედ ყოვლისა სოფლისათჳს, ამისთჳს იტყჳან: „რომელმა...