...ჩემდამო და სცხოვნდეთ"** (). ხოლო თუ ვინმე ქებათა წიგნიდანაც მოისურვებს სიტყვის გამორჩევას, მოისმენს — თუკი ამ სიტყვებს უფრო საიდუმლოდ გაიგებს — როგორ ესაუბრება ღმერთი თითოეულ მისთვის შესაფერის სულს: „შუენიერო ჩემო" (), „ტრედო ჩემო" ().
რა არის ამ სიტყვებზე უფრო ტკბილი? ხედავ ღმერთის საუბარს ადამიანებთან? და კიდევ, მითხარი: განა ვერ ხედავ, იმ ნეტარ ქალთა რამდენი შვილი გარდასულა და სამარეებში განისვენებს? რამდენმა კიდევ უფრო მძიმე რამ განიცადა და ქმრებთან ერთად შვილებიც დაკარგა? ამისკენ მივაპყროთ ყურადღება, ამაზე ვიზრუნოთ; და არაფერი გვექნება სამწუხარო, არამედ მთელ დროს სულიერი სიხარულით გავატარებთ და საუკუნო სიკეთეებს მივიღებთ; ნეტავ, ყველამ მივაღწიოთ მათ.1...