ქება ქებათაჲ 2:13
12. და ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ჩუენსა, ჟამი სხლვისაჲ მოიწია, ჴმაჲ გურიტისაჲ ისმა ქუეყანასა ჩვენსა.13. ლეღუმან გამოუტევა გაგაჲ თჳსი, ვენაჴნი ყუავიან, მოსცეს სულნელებაჲ თჳსი. აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო,14. მოვედ თავით შენით, ტრედო ჩემო, საგრილსა ქუეშე კლდისასა, მახლობელად ზღუდისა, მაჩუენე მე პირი შენი და მასმინე მე ჴმაჲ შენი, რამეთუ ტკბილ არს ჴმაჲ შენი სმენად და პირი შენი შუენიერ.
ქება ქებათაჲ თავი 2