მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 42:5

4. ისმინე ჩემი, უფალო! რათა მეცა ვიტყოდე. მე გკითხო შენ და შენ მასწაო მე.5. ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ.6. ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად.
იობისა თავი 42
5. ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლგ მოთმინებისათჳს განსაცდელთაჲსა და სახე იობისგან:

...ე, ვითარ ერთისა მისთჳს სიტყჳსა ესრეთ განისუენა სულმან მისმან: შეურაცხ-ყო თავი თჳსი და ყოველივე იგი, რაჲ შემთხუეულ იყო, არარად შეჰრაცხა. ამისთჳს იტყოდა: „ჰამბვით მესმინა შენთჳს ყურთა ჩემთა პირველ, ხოლო აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავდენ და შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად“.

ამას უკუე ესევითარსა სიმჴნესა, ამას ესევითარსა გონიერებასა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო, რომელნი-ესე შჯულსა ძუელსა და ახალსა სწავლულ ვართ, ვჰაბძვიდეთ პირველ ახლისა და ძუელისაცა შჯულისა ყოფილსა, რაჲთა საუკუნეთაცა სავანეთა ზიარ მისა ვიქმნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარები-თა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა