მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 40:3

2. ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი. მე გკითხვიდე და შენ მომიგებდე მე.3. ნუ განაგდებ სასჯელსა ჩემსა, ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად.4. აწ მკლავი შენი ნუ არსა უფლისა მიერ, ანუ ჴმისა მისებრ ჰქუხდე?
იობისა თავი 40
3. ნუ განაგდებ სასჯელსა ჩემსა, ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლგ მოთმინებისათჳს განსაცდელთაჲსა და სახე იობისგან:

...შინის-ცემაჲ იყო, რომელ იცოდეს, ვითარმედ ღმრთისათჳს შეემთხუევის, რაჲცა შეემთხჳოს. გარნა იობ არა იცოდა, თუ საქმე იგი გამოცდაჲ იყო და ბრძოლაჲ. უკუეთუმცა იცოდა, ყოვლადვე არამცა შეჰრაცხა განსაცდელი იგი.

ამისთჳსცა ოდეს-იგი ჰრქუა უფალმან: „ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რაჲმე გამოგეცხადე შენ? არამედ რაჲთა გამოსჩნდე მართლად“, იხილე, ვითარ ერთისა მისთჳს სიტყჳსა ესრეთ განისუენა სულმან მისმან: შეურაცხ-ყო თავი თჳსი და ყოველივე იგი, რაჲ შემთხუეულ იყო, არარად შეჰრაცხა. ამისთჳს იტყოდა: „ჰამბვით მესმინა შენთჳს ყურთა ჩემთა პირველ, ხოლო აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავდენ და შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად“.

ამას უკუე ესევითარსა სიმჴნესა, ამას ესევითარსა გონიერებასა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო, რომელნი-ესე შჯულსა ძუელსა და ახალსა სწავლულ ვართ, ვჰაბძვიდეთ პირველ ახლისა და ძუელისაცა შჯულისა ყოფილსა, რაჲთა საუკუნეთაცა სავანეთა ზიარ მისა ვიქმნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარები-თა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა