მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 30:4

3. ღმერთმან მასწავა მე სიბრძნე და მეცნიერება წმიდათა გულისჴმა-ვყავ და ვიცი სიწმიდჱ.4. ვინ აღჴდა ცად და გარდამოჴდა? ვინ შვკრიბნა ქარნი უბეთა თჳსთა, ანუ ვინ შეიკრძალნა წყალნი სამოსელსა თჳსსა? ვინ დაიპყრნა კიდენი ქუეყანისანი? რა არს სახელი მისი, ანუ რა არს სახელი ძისა მისისა, რათა უწყოდი?5. რამეთუ ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი რჩეულ არიან და მგულებელ არს იგი მოშიშთა მისთა,
იგავთა თავი 30
4. ვინ აღჴდა ცად და გარდამოჴდა? ვინ შვკრიბნა ქარნი უბეთა თჳსთა, ანუ ვინ შეიკრძალნა წყალნი სამოსელსა თჳსსა? ვინ დაიპყრნა კიდენი ქუეყანისანი? რა არს სახელი მისი, ანუ რა არს სახელი ძისა მისისა, რათა უწყოდი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 134-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. შემოქმედის ნება და ხილული საკვირველებანი:

...3. ეს იობშიც ითქვა: „შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა“ (). და სოლომონიც ამბობს: „ვინ შეიკრძალნა წყალნი სამოსელსა თჳსსა?“ (). ეს კი ამას არ ამბობს, არამედ სხვა საკვირველებას. რომელს? იმას, რომ ჰაერი, თუმცა უფრო სქელია, ზევით მიემართება და ატარებს, ხოლო მძიმე მაღლა ადის, საპირისპირო გზით მიმავალი.

საკვირველია თვით ისიც, რომ წყალი მასში იკავება, მაგრამ ბევრად უფრო საკვირველია, რომ შეკავებული მსუბუქზე არის ტარებული; და კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ რაც იმ ჰაერის მიერ იკავება, როცა ღრუბლიდან გადმოიღვრება, შემდგომ ჰაერში აღარ ჩერდება და აღარ იკავება, არამედ ყოველმხრივ იღვრება და მიწისკენ მიემართება. და მართლაც, ეს ბუნებით რომ იკავებოდეს, ჰაერშიც უნდა შეკავებულიყო. რადგან, როგორც წყლით სავსე...

სრულად ნახვა