...მსაც ეგონა, რომ მეტს იპოვიდა, როცა ეშმაკს დაუჯერა; და ამ სიხარბის გამო ისიც დაკარგა, რაც ჰქონდა.
ამასვე განიცდიან ესენიც, რადგან მათ მხოლოდ ადამიანური მსჯელობანი ითრევს და არ ისმენენ, რომ „რამეთუ უფალმან მოსცეს სიბრძნე და პირისა მისისაგან მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ“ (). ნუთუ არ ისმენენ პავლეს, რომელიც ამბობს: „ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა“ (), და მსჯელობებს განაგდებს? ამბობს: „გულის სიტყუათა დავარღუევთ და ყოველსა სიმაღლესა, ამაღლებულსა მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა“ (). და სხვა ბრძენიც ამბობს: „ადამიანთა მსჯელობანი მშიშარაა, და არამტკიცეა მათი ზრახვანი“ ()4. „რა არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას“ ()....