მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 2:1

1. შვილო, უკუეთუ შეიწყნარნე სულისა ჩემისა თქუმულნი მცნებანი და დაიფარნე შენ თანა,2. ერჩდეს სიბრძნესა ყური შენი და მისცე გული შენი გულისხმის-ყოფასა და წინაუყუნე იგინი სასწავლელად ძესა შენსა.
იგავთა თავი 2
1. შვილო, უკუეთუ შეიწყნარნე სულისა ჩემისა თქუმულნი მცნებანი და დაიფარნე შენ თანა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 139-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღმრთის მფარველობა მზაკვრობის დღეს:

...არიან ადამიანებიც, რომლებიც ბოროტი თვალისა და შურის გამო მის ბოროტებას ბაძავენ და სხვათა უბედურებებზე ხარობენ. მათაც ვაებით მოიხსენიებს წერილი, როცა ამბობს: „ვაი, რომელნი იხარებენ უკეთურებას ზედა და უხარის გულარძნილებასა ზედა ბოროტსა“ (); და სრულიად სამართლიანად, რადგან ეს გახრწნილი გონების საქმეა.

რადგან თუ დაღუპულთა გამო ტკივილიც, კვნესაც და გოდებაც გვმართებს, რა შენდობა ან რა გამართლება ექნებათ მათ, ვინც არა მხოლოდ არ თანასტკივა, არამედ კიდეც ხარობს? განა არ გინახავს, რომ თვით ქრისტე, რომელიც დასჯას აპირებს, დაღუპვისკენ მიმავალ იერუსალიმს დასტირის? განა არ ხედავ პავლესაც, რომელიც სხვისი დაღუპვის გამო კვნესის, გოდებს და გლოვობს? მაგრამ არიან ისეთი გახრწნილნი, რომ საკუთარ ბოროტებათა ნუგეშად სხვის უბედურებებს მიიჩნევენ. ნათქვამია: „განიზრახეს ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ“ (), მარადის....

სრულად ნახვა