...ს და მეძავსა თანა დასდვა ნაწილი შენი“** (). რადგან საერთოდ შეუძლებელია სრულიად უცოდველი ადამიანის პოვნა; ამიტომაც ამბობდა ვინმე: „ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად? ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან?“ (). და პავლემაც, როცა თქვა: „რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს“, დაურთო: „არამედ არა თუ ამით განვმართლდები“ (); და კიდევ: „მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა“ (), ცხადია, თავის შეცოდებათა გამო; ამიტომ, რათა არავის ჰქონდეს სათქმელი: თუ ყველანი ცოდვებში ვართ, ხოლო ცოდვილს უბრძანა, სამართალნი არ გამოაცხადოს, ვინღა იქნება მათი გამომცხადებელი? ამიტომ, რათა ვინმემ ეს არ თქვას, იგი ცოდვათა სახეებს ცალ-ცალკე ჩამოთვლის. რადგან „არს ცოდვაჲ სასიკუდინე“ (), როგორც ელიც ამბობდა: **„უკუეთუ შეცოდებით შესცოდის კაცმან კაცისა მისთჳს უფლისა მიმარ...
იგავთა 20:9
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...არამედ იმისათვის, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი ვანუგეშოთ.1 რადგან ნათქვამია: „ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად? ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან?“ () და სხვებზე რაღას ვამბობ? რადგან თვით პავლე რომ წინ მოვიყვანო და მისგან მომხდართა ზედმიწევნითი გამოკვლევა მოვითხოვო, ის ვერ შეძლებს გაძლებას. რადგან რის თქმას შეძლებს? მან წინასწარმეტყველები ზედმიწევნით წაიკითხა, მამაპაპეული რჯულის მოშურნე იყო, აღსრულებული ნიშნები იხილა და მაინც მდევნელად რჩებოდა; მანამდე არ შეცვლილა, სანამ იმ საკვირველი ხილვით არ დატკბა და ის საკრძალავი ხმა არ მოისმინა; მანამდე კი ყველაფერს ურევდა და აბნევდა. მაგრამ ღმერთმა ყოველივე ამას გვერდი აუარა, მოუწოდა მას და მრავალი მადლის ღირსი გახადა. ხოლო იმ უპირველეს პეტრეზე რაღა ვთქვათ? განა მრავალრიცხოვანი სასწაულისა და ნიშნის, ამდენი შეგონებისა...
...ო, ვინმე დაუთმოს?“** (). და პავლე: „რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები;“ (); და სხვა ამბობს: „ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად?“ () „ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან?“ ()
ამრიგად, ყველანი წყალობას ვსაჭიროებთ, მაგრამ ყველანი ღირსნი არა ვართ შეწყალებისა. რადგან თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძიებს, როგორც თვითონ უთხრა მოსეს: „შევიწყალო, რომელი შევიწყალო და შევიწნარო, რომელი შევიწყნარო“ (). ვინც შეწყალებისთვის ღირსი რამ გააკეთა, იტყვის: „მიწყალე მე“ (); ხოლო ვინც თავი ამ შენდობის მიღმა დააყენა, ამაოდ იტყვის: „მიწყალე“ (). რადგან წყალობა ყველას მიმართ რომ...
...ებოდი, უთუოდ განვიწმენდდი თავს და ასე მივიდოდი.“ რათა არავის შეეძლოს ეს საბაბად მოიყვანოს, აქედანვე წინასწარ ვმოწმობ და გთხოვთ, დიდი სინანული გამოიჩინოთ. ვიცი, რომ ყველანი სასჯელქვეშ ვართ და რომ „ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად?“ (); მაგრამ საშინელი ის კი არ არის, რომ განწმენდილი გული არ გვაქვს, არამედ ის, რომ, როცა განწმენდილი გული არ გვაქვს, არც მასთან მივდივართ, ვისაც შეუძლია იგი განწმინდოს. რადგან შეუძლია, თუ ინებებს; და ჩვენზე მეტადაც ნებავს; მაგრამ ჩვენგან მცირე საბაბის მიღებას ელოდება, რათა სრული კადნიერებით დაგვადგას გვირგვინი. ვინ ყოფილა მეზვერეზე უფრო ცოდვილი? მაგრამ რადგან მხოლოდ ეს თქვა: „მილხინე მე, ცოდვილს“ (), ფარისეველზე მეტად გამართლებული ჩავიდა. თუმცა ნუთუ რამხელა ძალა ჰქონდა იმ სიტყვას? მაგრამ იგი იმ სიტყვამ კი არ განწმინდა, არამედ განწყობამ, რომლითაც ის სიტყვა თქვა; უფრო სწორად, არც მხოლოდ განწყობამ, ა...