...აჩვენა თავისუფლება?
10. სათნოების თავისუფლება და სულის ხსნა
რადგან არაფერია ისე თავისუფალი, როგორც სათნოება, და არაფერია ისე მონური, როგორც ბოროტება. ამიტომაც სხვაგანაც ამბობს ვინმე: „მონა ბრძენი დაიპყრობს უფალსა უგულისხმოსა“ (), რადგან როგორც ტყვე, თუნდაც ურიცხვი სიმდიდრე ჰქონდეს, სწორედ ამის გამო ხდება ყველასთვის მეტად ადვილად ხელში ჩასაგდები, ასევე ვნებებით შეპყრობილი კაცი ობობის ქსელზე უფრო უსუსურია. რა ითქვას ომში? ნუთუ არ ვხედავთ, რომ სწორედ სათნო კაცნი იმარჯვებენ? რა ითქვას საქმეებსა და თათბირებში? განა მათი საქმე არ დგას მტკიცედ, თუნდაც არავინ ემორჩილებოდეს? რა ითქვას მომავალ ხვედრზე? ნუთუ მდიდარი, როგორც მათხოვარი, წვეთს ითხოვდა და ვერ იღებდა? ხოლო გლახაკი, რადგან გულმოდგინე და სათნო იყო, განა უდიდეს კეთილდღეობაში არ იმყოფებოდა, როდესაც აბრაამისავე ხვედრს ეზიარებოდა?
რა ითქვას მოც...