მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:9

8. რამეთუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც.9. ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის. უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი.10. უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული - ცხოველ სიმართლისათჳს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
9. ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის. უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის (8,9).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, რომელთა შორის სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ იყოს, ესევითარნი იგი უეჭუელ აან ჴორცთა შინა ყოფისათჳს, რომელ არს გემოვნებასა ჴორცთასა მიდევნებულებაჲ, არამედ სულიერად ცხოვნდებიან და მარადის ჴორცთა სულსა დაამორჩილებენ.

საუბარი 22. „და იყო ნოე წელისა ხუთასისაჲ" (დაბ 5:32, 6:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სითის შთამომავალთა დაცემა ავხორცობით (6:1-3):

...რციელ საქმეებს მიეცნენ და სულის უნარს სათანადოდ არ იყენებდნენ, არამედ ისეთ ცხოვრებას ეწეოდნენ, თითქოს მხოლოდ ხორცით ყოფილიყვნენ შემოსილნი და სული არ ჰქონოდათ. საღვთო წერილს მუდამ ჩვეულება აქვს ხორციელ ადამიანებს ხორცი უწოდოს, სათნო ადამიანებს კი — უხორცონი, როგორც პავლე ამბობს: „ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა" (), — არა იმიტომ, რომ ხორცშემოსილნი არ ყოფილიყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ხორცშემოსილნი რომ იყვნენ, ხორციელ ზრახვებს აღმატებულნი იყვნენ. და როგორც მათ ხორციელის უგულებელყოფისთვის პავლემ „არა ხართ ჴორცთა შინა" უთხრა, ისე იმათ იმისთვის, რომ მუდამ ხორციელი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი, (ღმერთმა) ხორცი უწოდა. „ყოფისათჳს მათისა ჴორც", ამიტომ აღარ დავუშვებ, რომ ცოდვებით ბილწდებოდნენ.

4. ას ოცი წლის ვადა და შეუნანებელი ცოდვა (6:3-5)

ხედავ ღვთის რისხვის სიდიადეს? ხედავ მუქარის უკიდურეს ძალას? შეხედე, როგორ მუქარა და რისხვა კაცთმოყვარეობით შეაზავა. ასეთია ჩვენი უფალი: ხშირად მუქარას არა მუქარის აღსასრულებლად წარმოთქვამს, არამედ იმისთვის, რომ ხალხი გამოასწოროს და მუქარის აღსრულება საჭირო აღარ გახდეს. ხომ, სასჯელის მიყენება რომ ესურვა, რისთვის იწინასწარმეტყველებდა? მაგრამ, რადგან არ სურს (მხოლოდ დასჯა), ყოველთვის ყოყმანობს, გადადე...

სრულად ნახვა
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ჴორცთა გული-უთქუამს სულისათჳს, და სულსა — ჴორცთათჳს, და ესენი მჴდომ არიან ურთიერთას (5,17).:

...რმცა იტყოდა, ვითარმედ: სიბოროტე წინააღმდგომ არს სათნოებისა, ხოლო სათნოებაჲ წინა-აღუდგების სიბოროტესა, და ადგილსა აღავსებს მზრდელისა რაჲსმე და მწურთელისა კეთილისასა, რამეთუ მაყენებს და არა მიტევებს ჩუენ მიდევნებად ბოროტთა გულისთქუმათა. ესრეთ უკუე სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ "არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა" (), რაჲთა ცხად-ყოს, ვითარმედ იგივე და ერთი კაცი ჴორცთა შინა მყოფად ითქუმის, რაჟამს ცოდვასა მიედევნოს, და სულსა შინა მყოფად — რაჟამს სათნოებასა მოქმედებდეს; და მარადის ზოგად მყოფთა მათთჳს — სულისა და ჴორცთა — წინააღმდგომობაჲ ითქუმის, რამეთუ მიწისაჲ მიგჳზიდავს მიწად, ხოლო ზეცისაჲ მიგჳწოდს ზეცად. და ესე არს ჴდომაჲ მათი ურთიერთას, რამეთუ გარეშისა განხრწნაჲ, შინაგანისა — განახლება, ხოლო ამისი შუებულებაჲ — მისდა დაძუელება იქმნების; ვინაჲცა სიტყუათა ამათ მიერ არცა ორთა კაცთა, არცა ორთა გუამთა იტყჳს ჩუენ შორის, არამედ გულისსიტყუათა წინააღმდგომობასა კეთილისა და ბოროტისასა ესრეთ სახელ-სდებს.

მოციქულისაჲ: რაჲთა არა, რაჲ-იგი გინდეს, და მას ჰყოფდეთ (5,17).

თარგმანი: ამას ადგილსა გუასწავებს წინააღდგომასა ჴორცთა ნებისასა, რაჲთა არა ვითარ მას უნდეს, არამედ — ვითარ-იგი სულსა წმიდასა ენებოს, ესრეთ ვიქცეოდით, და შევიკდიმოთ მისგან, რომლითა-იგი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ“ (8,23).:

...გულისსიტყუათათჳს იტყჳს კაცობრივთა, და ვითარმედ შორს ვარო ესევითარისა ამის უკეთურებისაგან, რომელი თქუენ გაქუს; რამეთუ მოციქულთა ჰრქუა, ვითარმედ: „არა ხართ ამის სოფლისაგანნი“, არამედ იგინი ჴორციელ იყვნეს; ვი-თარცა-იგი პავლეცა იტყჳს, ვითარმედ: „არა ხართ ჴორციელ“, და არა თუ ამისთჳს თქუა, რომელ უჴორცო იყვნეს. ეგრეთვე რაჟამს მოწაფე-თა ჰრქუა, თუ: „არა ხართ სოფლისაგან“, არა თუ სხუასა რას, არამედ უცხოებასა სოფლისა საქმეთასა ეწამების მათ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარქუ თქუენ: უკუეთუ არა გრწმენეს, ვითარმედ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“ (8,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უკუეთუ ამისთჳს მოვიდა იგი, რაჲთა ცოდვანი სოფლისანი აღიხუნეს, ხოლო ესე საქმჱ თჳნიერ საბანელისა მის ნათლის-ღებისა არა იქმნების, საცნაურ არს, ვითარმედ რომელი ურწმუნო იყოს, იგი ძუელისა მის კაცისა სამოსლითა შემოსილი წარსლვად არს, რამეთუ რომელმან არა ინებოს მოკუდინებაჲ თავისა თჳსისაჲ სარწმუნოებისათჳს ღმრთისა და დაფლვაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ, იგი მოკუდეს მის თანა და წარვიდეს მას საუკუნესა მიღებად საშჯელისა ცოდვათა თჳსთა. ამისთჳს იტყოდა უფალი, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, იგი აწვე დაშჯილ არს“,

სრულად ნახვა