მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:26

25. ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით.26. ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა.27. ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელ არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
26. ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვა და ლოცვა — სულის იარაღი:

...თს. „უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა"; არამხოლოდ აღარ ვეძიებ, ამბობს, ამ უბედურებებისგან გათავისუფლებას, არამედ დიდი სიამოვნებით ვიქადი მათში. ხედავ, რა მადლიერი სულია? ხედავ, რა სიყვარული აქვს ღვთის მიმართ? ისმინე, კიდევ რას ამბობს: „რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით" (), — ანუ ჩვენ, როგორც ადამიანები, ყველაფერი დაწვრილებით ვერ შეგვიძლია ვიცოდეთ. მაშ, ყველაფერი ჩვენი ბუნების შემოქმედს უნდა მივანდოთ და მხიარულებითა და დიდი სიხარულით მივიღოთ ყველაფერი, რასაც ის განგვისაზღვრავს, და არა იმაზე ვიყუროთ, რაც მოვლენები ჩვენ გვეჩვენება, არამედ იმაზე, რა სწადია ღმერთს. ის, ჩვენზე უკეთ იცის რა, თუ რა არის ჩვენთვის სასარგებლო, იცის ისიც, როგორ მოაწყოს ჩვენი ცხონება.

6. დავითისა და პავლეს ლოცვის მაგალითი

მაშ, ჩვენი მხრიდან ერთადერთი საქმე იყოს მუდმივად ლოცვაში ყოფნა და ნუ ვიდრტვინოთ თხოვნათა სწრაფად აუსრულებლობაზე, არამედ დიდი მოთმინება გამოვიჩინოთ. ღმერთი იმიტომ არ ჩქარობს ჩვენი თხოვნების შესრულებას, რომ არ სურს მათი მიღება, არამედ იმიტომ, რომ სურს გვასწავლოს მოშურნეობა (ლოცვისადმი) და მუდმივად თავისკენ მოგვიზიდოს. ისევე როგორც შვილისმოყვარე მამა, მაშინაც, როცა შვილი ხშირად ეხვეწება, არ ასრულებს მის...

სრულად ნახვა