მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 6:9

8. უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ.9. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს.10. რამეთუ, რომელი იგი-მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთ-გზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 6
9. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს.
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთა-ესე უწყით, ვითარმედ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, სიკუდილი მის ზედა არღარა სუფევდეს (6,9).:

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ქრისტეს თანა ცხოველ ვიყვნეთ", აწ კუალად მისთჳსვე იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ სთქუათ თუ — ვინაჲ საცნაურ არს ესე, — გარნა უწყოდეთ, ვითარმედ, ვითარცა-ესე გულსავსე ვართ, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე არღარა მოკუდეს, ეგრეთვე ჩუენთჳს გჳღირს გულსავსეობაჲ, ვითარმედ, ვითარცა-იგი უკუნისამდე ცხოველ არს, ჩუენცა უკუნისამდე ცხოველ ვიყვნეთ.

თავი ზ̂. თანანადებთა მათთჳს სარწმუნოებისა ჩუენისათა კეთილთა საქმეთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს (6,8-9).:

მოციქულისაჲ: ანუ არა უწყითა, რამეთუ, ნათე ქრისტე იესუის მიერ, და თანა-დავეფლენით მას ნათლისღებითა სიკუდილსა მისსა, რაჲთა, ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით (6,3-4).

თარგმანი: უმამხილებელესად იჴუმევს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ გამოგჳთარგმნის, თუ ვითარ მოვკუდებით ცოდვითა, და იტყჳს: არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, ჩუენცა სიკუდილად ნათელ-გჳღებიეს? რამეთუ ნათლის-ღებაჲ სიკუდილსა მიემსგავსების და ამას მოასწავებს სიკუდილისა მისისა მიმართ ნათლისღებაჲ, რამეთუ, ვითარ-იგი სიკუდილი მოაკუდინებს ეგრეთვე ნათლისღებაჲ უქმ ჰყოფს ჴორცთა ყოვლისავე ცოდვისა მიმართ. ესე რაჲ თქუა მოციქულმან, იწყო სარწმუნო ყოფად აღდგომასა მკუდართასა აღდგომისა მიერ ქრისტესისა, რომლისა აღდგინებაჲ დიდებითა მამისაჲთა ამისთჳს თქუა, რამეთუ ჯერეთ ჩჩჳლთა მიმართ სიტყუასა ჰყოფდა, რომლისა შემდგომობაჲ ესრეთ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. სულის ფასი და სიკვდილის ძლევა:

...1 კორ 7:23) ხედავ საფასურის სიდიადეს? მაშ, როცა ასეთი საფასურით ნაყიდ სულს დაღუპავ, შემდეგ შენ როგორ შეძლებ მის კვლავ შეძენას? „ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს“ (). ხედავ, რა ძვირფასია ეს საფასური? ხედავ სულის ღირსებას? მაშ, ნუ უგულებელყოფ მას და ნურც ტყვედ აქცევ. „და შურებოდა იგი უკუნისამდე, და ცხოვნდეს სრულიად“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „და შეჩერდა უკუნისამდე“. სხვა კი: „ამ საუკუნეში დასვენებული, საუკუნოდ ცოცხალი დარჩება“. რადგან მდიდრებზე თქვა, ძლიერებზეც თქვა და აჩვენა, რომ იქიდან არავითარი სარგებელი არ არის; შემდეგ უკვე საუბრობს სათნოებით, შრომასა და გაჭირვებაში მცხოვრებებზე და სულიერი სიბრძნის მოღვაწეებს ასპარეზისთვის სცხებს. ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. განგებულების კურთხევა და წყევლის მოხსნა:

...ულების დამდაბლებას, ასევე, როდესაც ვამბობ, რომ იკურთხა, ამას კი არ ვამბობ, თითქოს კურთხევა დასჭირვებოდა, არამედ კვლავ განგებულების დამდაბლებას ვაჩვენებ. ამრიგად, იკურთხა ადამიანური ბუნება. რადგან „ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს“ () და არც წყევლას ექვემდებარება; უფრო სწორად, არც მანამდე ექვემდებარებოდა, არამედ წყევლა იტვირთა, რათა შენ მისგან გათავისუფლებულიყავი.

„შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო“ (). სხვა ამბობს: „შემოირტყი შენი მახვილი ბარძაყზე“ (). სხვა: „შემოიდე, როგორც შენი მახვილი, ბარძაყზე“ (). „შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა“ (). სხვა ამბობს: „შენი ქება და შენი ღირსება“ ()....

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7.:

...იკვდილს აპირებდა, პავლე განუწყვეტლივ შუაში გამოჰყავს მისი უცოდველობა, რათა ურწმუნოთაგან ვინმემ არ იფიქროს, თითქოს იგი საკუთარი ცოდვის სასჯელს იხდიდა, და რათა აჩვენოს, რომ მისი სიკვდილი ჩვენი ცოდვის გამომსყიდველი იყო. ამიტომაც ამბობს: „ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს“ (). და კვლავ: „რომელი იგი-მოკუდა, ცოდვითა მოკუდა“ (). ის ამბობს, რომ ის სიკვდილიც ცოდვის მიზეზით, როგორც ბრალდებული და პასუხისმგებელი, არ მიუღია; არამედ იგი ყველასი საერთო შეცოდებისთვის მოკვდა. ამრიგად, თუ წინა სიკვდილის მიმართ იგი ამ მხრივ პასუხისმგებელი არ იყო, უხვად არის დამტკიცებული, რომ იგი აღარ მოკვდება.

შემდეგ ამბობს: „და დაშთომილ იქმნეს ქუეყანა, რომლისად შენ გეშინის, პირისაგან ორთა მეფეთასა“ (). რასაც წინასწარმეტყველი გამუდმებით აკეთებს, იგივე გააკეთა აქაც. წინასწარმეტყველების შემდეგ სიტყვა ისტორიაზე...

სრულად ნახვა