მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 6:7

6. ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა,7. რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან.8. უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 6
7. რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან.
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი-იგი მომკუდარ არს, განმართლებულ არს ცოდვისაგან (6,7).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ვითარცა-იგი, რომელი მოკუდეს, განშორებულ არს ცოდვათა ქმნისაგან, რამეთუ მკუდარ უსულო არს, ეგრეთვე, რომელმან ნათელ-იღოს, მკუდარ-ქმნილ არს და განმართლებულ არს ცოდვისაგან. და თანა-აც, რაჲთა, ვინაჲთგან ერთგზის მკუდარ და განმართლებულ და განთავისუფლებულ-ქმნილ არს ცოდვათაგან, მარადის ესრეთ მკუდრად ეგოს ცოდვისა მიმართ. აწ უკუე, ძმაო, უკუეთუ მომკუდარ ხარ ნათლისღებისა მიერ ცოდვათაგან, ეგე მკუდრად, რამეთუ ყოველი მკუდარი შეუძლებელ არს ცოდვისა მიმართ ქმნად მისა.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომელი-იგი მომკუდარ არს, განმართლებულ არს ცოდვისაგან (6,7).:

თარგმანი: ამას ყოვლისა კაცისათჳს იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა რომელი-იგი მოკუდეს, განშორებულ არს არს ცოდვათა ქმნისაგან, რამეთუ მკუდარ უსულო არს, ეგრეთვე თანა-აც, რომელი აღმოვიდეს ნათლისღებისაგან, ვინაჲთგან ერთგზის მკუდარ ქმნილ არს და განმართლებულ არს ცოდვისაგან (ესე იგი არს, ვითარმედ განთავისუფლებულ არს), რაჲთა მარადის ესრეთ მკუდარად ეგოს ცოდვისა მიმართ. აწ უკუე, ძმაო, უკუეთუ მომკუდარ ხარ ნათლისღებისა მიერ, ეგე მკუდარად, რამეთუ ყოველი მკუდარი შეუძლებელ არს ცოდვისა მიმართ ქმნად მისა.

თავი ზ̂. თანანადებთა მათთჳს სარწმუნოებისა ჩუენისათა კეთილთა საქმეთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაი, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა, რამეთუ, რომელი-იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან (6,6-7).:

თარგმანი: ძუელად კაცად არა თჳთ მას ბუნებასა უწოდს კაცობრივსა, არამედ ყოველსა სიბოროტესა, საქმითსა და გონებითსა, რომელი მოკუდების ჟამსა მას წმიდისა ნათლისღებისასა, ხოლო ჴორცად ცოდვისა უწოდს თჳთ მათ საქმეთა არაწმიდებისათა, რომელნი განქარდებიან ნათლისღებისა მიერ. ამისთჳსცა მიერ დღითგან გჳჴმს ჩუენ, რაჲთა ვითარცა მკუდარნი, დადებულნი საფლავსა, ესრეთ უქმ ვიყვნეთ ყოვლისაგან მონებისა ცოდვათაჲსა. რამეთუ რომელი ესრეთ გულისჴმის-ყოფით მოკუდეს ჟამსა მას წმიდისა ნათლისღებისასა, და იჯმნას ცოდვისაგან და ყოველთა საქმეთა საეშმაკოთა, ესევითარი იგი განმართლებულ არს, ესე იგი არს, განთავისუფლებულ არს ცოდვისაგან.

სხუაჲ თარგმანი კჳრილესი: ჴორც ცოდვისა არს ცოდვისა მიერი იგი მძჳნვარებაჲ აღძრვისაჲ, რომელი მარადის ბილწებად მიიზიდავს გონებასა, ჴორცთა შორის შემოღებითა თიჴისათა მათ გემოვნებათაჲთა, ამისთჳს კუალად ქუემო-რე იტყჳს, ვითარმედ: "შეუძლებელი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა, და ცოდვისათჳს დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა". ცხად არს, ვითარმედ საწერტელი ცოდვისაჲ შემუსრა ჴორცითა. <span...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კზ ვითარმედ ცოდვასა შინა მყოფნი არარაჲთა განყოფილ არიან მკუდართაგან:

...საძიებელ; და გულისჴმა-ვყოთ, თუ რაჲ არს ცხორებაჲ, ანუ რაჲ არს სიკუდილი. რამეთუ მრავალნი ჰგონებენ, თუ ცხოელ არიან, და იგინი არარაჲთა განყოფილ არიან მკუდართაგან, რაჟამს ცოდვასა შინა იყოს ცხორებაჲ მათი, და უფროჲსღა უარეს მკუდართასა არს მათი იგი ცხორებაჲ. რამეთუ „რომელი-იგი მომკუდარ არს, განმარ-თლებულ არს ცოდვისაგან“, ვითარცა წერილ არს. ესე იგია, დაცხრომილ არს ცოდვათაგან და არღარა აღასრულებს საქმესა მათსა, რამეთუ მკუდარ არს. ხოლო რომელი-იგი ცოცხალ არს ცოდვასა შინა, მონაჲ არს ცოდვისაჲ, რამეთუ აღასრულებს მას დღითი-დღე. და ნუ იტყჳ, თუ: არა მატლთა შესაჭმელ არს და ამით უმჯობეს რაჲმე არს მკუდართასა, ანუ რომელ არა სამარესა შინა მდებარე არს და არა დაყოფილ არიან თუალნი მისნი, არცა სახუეველითა შეკრულ არს; რამეთუ ფრიად უძჳრესი შეემთხუევის ცოდვასა შინა მყოფსა, ვიდრე სამარესა შინა მდებარესა. არა სჭამენ ჴორცთა მისთა მატლნი, არამედ სულსა მისსა ბევრეულნი ვნებანი დაჰბძარვენ. ხოლო რომელ აღხუმულ არიან თუალნი მისნი, ესეცა ფრიად უძჳრეს არს თუალთა მათ დაყოფილთასა, რამეთუ თუალნი იგი მკუდრისანი არარას ბოროტსა ხედვენ, ხოლო ესე აღხუმითა მით თუალ-თაჲთა ბევრეულთა ბოროტთა განიცდის და ურიცხუთა სენთა შეიკრებს თავისა თჳსისა. იგი მდებარე არს სამარესა შინა მიწისასა ჴორცითა,...

სრულად ნახვა