თარგმანი: კაცობრივთაგან საქმეთა სახესა შემოვიღებო, ვინაჲთგან უძლურ ხართ და თჳნიერ სახეთა ვერ გულისჴმა-ჰყოფთ, რაჲთა, ვითარცა შეიყუარეთ ცოდვაჲ, ბარე ესრეთ შეიყუარეთ სიმართლეცა, დაღაცათუ უფროჲს არა შეიყუარო.
ჰრომაელთა მიმართ 6:19
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ესოდენი უმაღლესი სახე მონებისაჲ განგიწესე თქუენ, რაოდენ უაღრეს არს მონებაჲ სიმართლისაჲ ცოდვისასა და ქრისტესი - ბელიარისსა! ხოლო მე არარას გეტყჳ უზეშთაესსა ბუნებისასა, და კაცობრივსა უძლურებასა თანა დაგამდაბლებ სიტყუასა ქადაგებისასა. რამეთუ თჳთ უძლურებაჲ ესე ჴორცთაჲ — არა ჴორცთაჲ არს, არამედ გონებისა და ნებისა თქუენისაჲ. გარნა მე რაჲთა არა დაგიმძიმო, მასცა ჴორცთავე მივაჩემებ და გეტყჳ ნაცვალად ამისსა, ვითარმედ "უძლურებისათჳს გონებისა", ესრეთ ვითარმედ "უძლურებისათჳს ჴორცთა თქუენთაჲსა", რაჲთა ესოდენიღა სადმე ჰმონოთ ღმერთსა, რაოდენ გულსმოდგინედ ჰმონებდით ცოდვასა.
...ჴმათა მათ სიძვად აღმზრზელთა? ჰრცხუენოდენ მოქალაქეთა მათგან ზეცისა სავანეთაჲთა. რამეთუ მეცა გეტყჳ თქუენ უძლურებისათჳს თქუენისა სიტყუასა მას მოციქულისასა: „ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და ურჩულოებასა ურჩულოებად, ეგრეთცა აწ წარუდგინენით ასონი თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ“.
იხილეთ, რაოდენი არს ორთა მათ განწყობილთა შორის განყოფილებაჲ, წმიდათა მათ მეუდაბნოეთა ვიტყჳ და შუებათა შინა და განცხრომათა და სიმღერათა შინა მყოფთა.
ესოდენი არს მათ შორის განყოფილებაჲ, რაოდენ უკუეთუმცა ვის ესმა ანგელოზთა ზეცათა შინა გალობაჲ ჴმითა მით საწადელითა და მერმე მივიდამცა და ესმა კუმინვაჲ ღორთაჲ, მწჳრესა შინა დაფლულთაჲ.
რამეთუ პირითა მათ ნეტართაჲთა ქრისტე ზრახავს, ხოლო ამათ უბადრუკთაჲთა ეშმაკი ვალალაებს; ამათ თანაშემწედ აქუს სტჳრი და წინწილაჲ, განბერვითა ღაწუთაჲთა საწყინოჲსა ჴმისა აღმომტეობელი, ხოლო პირითა მით წმიდათაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ღაღადებს ჴმითა სასმენელი-თა, ჴმითა კურთხევისაჲთა, ჴმითა საგალობელითა და საწადელითა. რაოდენსაცა ვიტყოდი, ჯეროვნად ვერ გამოვაჩინებ განყოფილებასა მათსა და ამათსა, გარნა მინდა ვინმე ცნობამიღებულთა ამათგანი წარყვანებად და თუალითა ჩუენებად კრებული იგი წმიდათაჲ, და არღარამცა მეჴმარნეს მ...
...მედ: „მონანი ხართ, რომელსაცა ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ, ანუ მორჩილებად სიმართლისა“; და მერმე იტყჳს: „ვითარცა წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და ურჩულოებასა ურჩულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ“, და შემდგომი ამისი.
ამისთჳს, საყუარელნო, ვისწრაფოთ განთავისუფლებად მონებისაგან ვნებათაჲსა და ვჰმონოთ სიმართლესა, რაჲთა ამასცა სოფელსა სიწმიდით ვცხონდებოდით, და გამოგჳჩნდეს ნათელი მზისა მის სიმართლისაჲ და მკჳდრ ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.