თარგმანი: რაჲთა არა თავ ედიდა-მცა ჰურიათა, ამისთჳს, რომელ თანა-შეჰრაცხავს მათ ყოველსა სოფელსა დასასჯელ ყოფად, ამისთჳს კუალად მათთავე საქმეთა გამოძიებასა იქმს, რაჲთამცა დაარწმუნა მათ სიტყუაჲ მისი, და იტყჳს, ვითარმედ: შჯულითა ვერ განჰმართლდებით, რამეთუ ვერცა აღასრულებთ მას.
ჰრომაელთა მიმართ 3:20
19. ხოლო ესე უწყით, რამეთუ რაოდენსა შჯული იტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, და საშჯელსა თანა-მდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისაჲ,20. რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ.21. ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს წამებული შჯულისა მიერ და წინაწარმეტყუელთა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 3