მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 2:8

7. მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა - დიდებაჲ და პატივი და უხრწნელებაჲ, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა;8. ხოლო ჴდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუისათა – რისხვაჲ და გულის წყრომაჲ.9. ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა!
ჰრომაელთა მიმართ თავი 2
8. ხოლო ჴდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუისათა – რისხვაჲ და გულის წყრომაჲ.
თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჴდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუისათა, რისხვაჲ და გულისწყრომაჲ, ჭირი და იწროებაჲ, ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიათა პირველად და მერმე წარმართსა (2,8-9).:

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ

თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ

სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა

გუაკურთხენ, მამაო.

პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩი მოციქული (1,1).

თარგმანი: შორიელთა მ მისწერს, ამისთჳს დასწე სახელ თჳსსა რომელი-იგი მას ამისთჳს შეეცვალა უფლისა მიერ სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა არცა ამით აჲთმე ნაკლულევან იყოს პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, რომელსა-იგი სიმონობაჲ პეტრედ შეეცვალა. ხოლო მონად ამისთჳს სახელ-იდებს, რამეთუ მრავალთა მათგან და თითოფერთა სახეთა მონებისა ღმრთისათა არცა ერთი რაჲ აკლდა მას. ამას თანა იესუდ უწოდს უფალსა ჩუენსა კაცებისათჳს, ხოლო ქრისტეს — საცხებელისა...

სრულად ნახვა
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჴდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუვისათა — რისხვაჲ და გულისწყრომაჲ, ჭირი და იწროებაჲ (2,8-9).:

თარგმანი: რამეთუ ჴდომისაგანნი იგინი არიან, რომელნი წინააღმდგომ არიან სიმართლისა, და ჭეშმარიტებისა სიტყუასა არა ყურად-იღებენ. ხოლო ამით გამოაჩინებს, ვითარმედ ნებსით შთავარდებიან ცოდვათა, რამეთუ უჴდებიან ჭეშმარიტებასა, ხოლო ჴდომაჲ ყოველი ნებსით იქმნების.

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სჯულის ერის მხილება და ქრისტეს მოწმობა:

...ნუ გაგიკვირდება, თუ საყოველთაო განკითხვაზე საუბრისას სიტყვას იუდეველებისკენ მიმართავს. ასევე პავლეც ამბობს: „რისხვაჲ და გულის წყრომაჲ. ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა!“ (). და კვლავ: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ“ (). „და შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქმისა მისისანი საკუერთხთა ზედა“ (). რატომღა უწოდებს აქ „წმიდანებს“ მათ, ვისაც ბრალს დასდებს და მსჯავრს გამოუტანს? ამით ბრალდებას ამძიმებს და თავად პატივს სასჯელის უფრო დიდ ნიშნად აქცევს. ასევე ჩვენც, როცა ვხედავთ შეცდომილ ადამიანებს და გვინდა ისინი უფრო მკაცრად ვამხილოთ, მათივე ხარისხებით მოვიხმობთ, რათა ბრალდება უფრო მძიმე გავხადოთ, და ვამბობთ: „დიაკონი მოიხმე“, ან: „ხუც...

სრულად ნახვა