მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 2:23

22. რომელი ჰქადაგებ არა-პარვასა, იპარავ; რომელი იტყჳ არა მრუშებასა, იმრუშებ; რომელსა გძაგან კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ;23. რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?24. რამეთუ სახელი ღმრთისაჲ თქუენთჳს იგმობვის წარმართთა შორის, ვითარცა წერილ არს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 2
23. რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?
სასჯელისათჳს შჯულისა გარდამავალთა მათ ჰურიათაჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ (2,23).:

თარგმანი: იქადიო შჯულითა და იტყჳ თუ — ჩუენ პატივ-გუცა ღმერთმან უფროჲს ყოველთასა და მოგუცა შჯული; ხოლო ვინაჲთგან შჯულისათჳს იქადი, რად გარდააჰჴდები სიტყუათა მისთა, და შმურაცხ-ჰყოფ ღმერთსა მისითა გარდასლვითა?

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ცოდვილი მოძღვრის მხილება და სასჯელი:

...იპარავ;“** (). „რომელსა გძაგან კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ;“ (). „რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?“ (). ამიტომ საკუთარ თავზეც ამბობდა, რომ ეშინოდა: „ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.“ () ამით იგი ამხობდა მათ ამპარტავნებას, ვინც სიტყვის სწავლებას დიდ რამედ მიიჩნევს, თვითონ კი სათნოებისგან დაცარიელებულია.

ამ სიტყვას იგი სხვაგვარადაც იყენებს, როცა იუდეველებს მიმართავს და ამბობს: „რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან:“ (). და კვლავ: „რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ.“ ()....

სრულად ნახვა