თარგმანი: ამხილებს ჰურიათა და ეტყჳს, ვითარმედ წარმართთა მოსეს შჯული არა აქუს, ხოლო მოსეს შჯული ყოველივე ქრისტეს მომასწავებელი იყო. ხოლო ოდეს წარმართთა ბუნებითითა მით შჯულითა იცნან ღმერთი და მოიქცენ ქრისტესა, იქმნებიან უმეცარნი იგი შჯულისანი ჭეშმარიტად აღმასრულებელ შჯულისა.
ჰრომაელთა მიმართ 2:14
მოციქულისა: რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ (2,12).
თარგმანი ამიერითგან უმრავლესთა ნათესავთა მიმართ [· · ·] [...ას] თანა უჩუენებს [ქ....დ] უკუეთუ ორთავე ცოდონ, წინადაცუეთილმან და წინადაუცუეთელმან, უძჳრეს იტანჯოს ჰურიაჲ იგი, რამეთუ ღონიერმან ცოდა წინამძღურად ქონებასა შინა შჯულისასა, ხოლო წარმართი იგი ბუნებითისა მის მიერ ოდენ დაისაჯების, რომელ არს შჯული სჳნიდისისაჲ. და ჰურიასა მას ბუნებითსა თანა წიგნისაჲცა იგი დაშჯის, რამეთუ, რაოდენცა უმეტესი მოღუაწებაჲ მიუღებიეს, ეგოდენ უმეტეს დაისაჯოს. გარადამავალ თუ იპოვოს შჯულისა.
ხოლო შენ იხილე, თუ ვითარ წარმართთათჳს წარწყმედასა იტყჳს და ჰურიათათჳს — ვითარმედ: ისაჯნენ. ესე იგი არს, ვითარმედ დაისაჯნენ. აჰა ორი სახე ტანჯვისაჲ, და ორივე - მომატყუებელი წარწყმედისაჲ. დაღაცათუ შეცვალებაჲ იყო სახელთაჲ, არამედ არა საქმეთაჲცა. გარნა ესე ცხად არს, ვითარმედ უშჯულოდ...
...ლებას დიდ რამედ მიიჩნევს, თვითონ კი სათნოებისგან დაცარიელებულია.
ამ სიტყვას იგი სხვაგვარადაც იყენებს, როცა იუდეველებს მიმართავს და ამბობს: „რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან:“ (). და კვლავ: „რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ.“ (). წინასწარმეტყველიც ამბობს: „და მეცნავთა სჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე.“ (). და კვლავ: „ამაოჲსა მიმართ იყო წილი მტყუარი მწიგნობართა.“ (). რის გამო? რადგან: „გურიტმან და მჭურინავმან და მერცხალმან, ველისა სირთა, დაიცვნეს ჟამნი შემოსლვისა მათისანი, ხოლო ერმან ჩემმან არა ცნა სასჯელნი უფლისანი.“ (). იგი კი...
...ოდ იუდეველებმა ისარგებლეს, ხოლო მთელ ადამიანურ ბუნებას საკმარისად ჰქონდა სინდისიდან მომდინარე რჯული. ამასვე პავლეც აცხადებდა, როცა ამბობდა: „რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან:“ () ამიტომ იუდეველნი უფრო დიდი მსჯავრის ღირსნი არიან, რადგან ბუნებითთან ერთად დაწერილი რჯულიც მიიღეს და მაინც ამდენი ურჯულოება ჩაიდინეს. ამგვარად, ღვთის დიდი კეთილისმყოფელობა მათთვის, როგორც დაუდევრობაში ჩავარდნილთათვის, უფრო დიდი მსჯავრის საფუძვლად იქცევა.
ამრიგად, პირდაპირი აზრისთვის თქმულიც საკმარისია; მაგრამ თუ ვინმეს სურს ფსალმუნი ამაღლებული მნიშვნელობითაც გაიგოს, არც ამ გზაზე სვლას ავირიდებთ: ისტორიულ აზრს არ ვაზიანებთ - ნუ იყოფინ! - არამედ მასთან ერთად ამასაც ვუმატებთ უფრო გულმოდგინეებისთვის, რამდენადაც შესაძლებელია. „აქებდ, იერუსალჱმ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ,“ () პავლე ი...
...არსკვლავები და მიწისა და ბუნების სვლა. მცნებებია ისინიც, რომლებიც ბუნებას დასაბამიდან მიეცა, როცა ადამიანს ქმნიდა; მათ შესახებ პავლე ამბობს: „რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან“ (). და კვლავ: „რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა“ (). მცნებებია წერილობითი მცნებებიც, და ესენიც ყველანი დარჩნენ. თუ ზოგი მათგანი გაუქმდა კიდეც, უარესისკენ კი არა, არამედ უკეთესისკენ გარდაქმნის გზით გაუქმდა. რადგან „არა კაც-ჰკლა“ () არ გაუქმებულა, არამედ გაფართოვდა; და „არა იმრუშო“ () არ გამქრალა, არამედ უფრო დიდი გახდა. ამიტომაც ამბობდა: „ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ ()....
...ამას პავლე ბოროტებასთანაც და სათნოებასთანაც აჩვენებს: იხილე, როგორ უფრო მეტად აქებს იმათ და ამათ უფრო დიდი სასჯელის ღირსად წარმოაჩენს, როცა ასე ამბობს: „რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან:“ ().
5. მართლის სინდისი და მტერთა სიყვარული
ხედავ, როგორ აქებს და საქვეყნოდ აცხადებს მათ, ვინც რჯულის გარეშე სწორად მოქმედებენ? იხილე კვლავაც, როგორ აჩვენებს, რომ მადლში მყოფი შემცოდენი რჯულში შემცოდეებზე უფრო დიდი სასჯელის ღირსნი არიან, როცა ასე ამბობს: „უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების“ (); „რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს“ ()? და კვლავ, როცა აჩვენებს, რომ რჯულამდე მცხოვრებნი რჯულში დამრღვევებზე ნაკლები სასჯელის ღირსნი არიან, ამბობს: **„რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შე...