მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 2:13

12. რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ.13. რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ.14. რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან:
ჰრომაელთა მიმართ თავი 2
13. რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის ფიცი და კურთხევა — მორჩილების ჯილდო (22:14–18):

...ბ მსჯელობას კი თავად უფალს მივანდობთ? თუ ასე მოვიქცევით, ჩვენც მამამთავრის მსგავს მორჩილებას გამოვიჩენთ და მსგავს გვირგვინებსაც მივიღებთ. როგორ გამოვიჩენთ ჩვენს მორჩილებას? თუ ნამდვილად ავასრულებთ მის მცნებებს. „რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ" (). რა სარგებელია ჩვენთვის, თუ ყოველდღე მოვისმენთ ღვთის მცნებებს, მათ აღსრულებაზე კი არ ვიზრუნებთ? ამიტომ ყველას შევაგონებ: ვისწრაფოთ სათნოებათა მიმართ — სხვაგვარად ცხონებაც ხომ შეუძლებელია — ცოდვათაგან განვიწმინდეთ და ამგვარად თავად მეუფისგან კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. მარხვის მოახლოება — ჭეშმარიტი დღესასწაული:

...ამლებს უნდა იღებდნენ, თავიანთ ჭრილობებზე ადებდნენ და ამით წავიდნენ აქედან. ხოლო, რომ მხოლოდ მოსმენა, საქმით შესრულების გარეშე, არანაირ სარგებელს არ მოიტანს, ამის შესახებ მოისმინე ნეტარი პავლესი, რომელიც ამბობს: „რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ" (). და ქრისტემ თავის ქადაგებაში თქვა: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ" ().

მაშ, საყვარელნო, რადგან ვიცით, რომ მოსმენისგან არანაირი სარგებელი არ გვექნება, თუ მას საქმით შესრულება არ მოჰყვება, ვიყოთ არა მხოლოდ მსმენელნი, არამედ აღმსრულებელნიც, რათა სიტყვების შესაფერისმა საქმეებმა სულიერი სიტყვის საფუძველი შეადგინოს. განახვენით თქვენი სულის წიაღი და მიიღეთ სიტყვა მარხვის შესახებ. როგორც უბიწო და მშვენიერი პატარძლის მისაღებად მზადებულნი საქორწინო ოთახს ყოველი მხრიდან საფარველებით ამშვენებენ, მთელ სახლს ასუფთავებენ, არცერთ უვარგის მხევალს არ შეუშვებენ, და მხოლოდ ამის შემდეგ შეჰყავთ პატარძალი საქორწინო ოთახში, – ასევე მსურს, რომ თქვენც, თქვენი სული განწმინდოთ, გართობებსა და ყოველგვარ უზ...

სრულად ნახვა