...ა განიკითხნეთ“ (7,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას სიტყუასა ნეტარი პავლეცა იტყჳს, და უფროჲსღა მასცა ქრისტე იტყჳს პირითა პავლესითა, ვითარმედ: „აწ შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ შენ რაჲსა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა შენსა?“ და „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“ და კუალად იტყჳს: „ამისთჳს ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა გან-რასმე-იკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს უფალი და განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი“.
აწ უკუე ვითარ გულისჴმა-ვყოთ სიტყუაჲ ესე, არა ჯერ-არსა მოქმედთა ცოდვისათა ბრალობად? ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს მოციქულივე: „ზედაადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“? და კუალად იტყჳს: „რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის“. და კუალად ქრისტემან ჰრქუა პეტრეს: „უკუეთუ ცოდოს ძმამან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ შენი. უკუეთუ შენი არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ. უკუეთუ მათიცა არა ი...