თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჯერ-არს მორჩილებაჲ მთავართაჲ და ჴელმწიფეთაჲ კეთილსა ზედა, არა თუ რისხვისა მის მათისათჳს ოდენ, და ღმრთისა მიერისაცა, რომელ არს ურჩთა ზედა, არამედ გონებისა მისთჳსცა მამხილებელისა, რომელ არს სჳნიდისი, რომელი მამხილებელად ბოროტისა დაიბადა ღმრთისა მიერ, რაჲთა არა გუამხილებდესო, ვითარცა უწესოთა და ურჩთა. ამისთჳს უკუე, სადა ხარკი ჯერ-იყოს, ხარკი მიეცით, და სადა შიში ჯერ-იყოს, შიშსა აჩუენებდით, სადა პატივი — პატივსა, და ყოვლისა საქმისა, რაჲცა ვისი თანაგედვას, აღასრულებდით, და ნუმცა ვისი გაქუს თანანადები, გარნა სიყუარული ოდენ, რამეთუ იგი არს თავი ყოველთა კეთილთაჲ და თანანადები სამარადისოჲ.
ჰრომაელთა მიმართ 13:5
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო რისხვისა მისთჳს, რომლითა განურისხდების ღმერთი არა-მორჩილთა მთავრისათა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სჳნიდისისათჳსცა, ესე იგი არს, რაჲთა არა ჰგონებდე მთავრისათჳს, ვითარმედ განჴუებული რაჲმე არს სჳნიდისისაგან, რომელ არს გონებაჲ მამხილებელი კეთილთა და ბოროტთაჲ, არამედ მებრვე ამისთჳს ჰმორჩილობდე, რამეთუ არა უგულისჴმოჲ, არამედ გონიერი მსახური არს ღმრთისაჲ, განმარჩეველი კეთილთა და ბოროტთაჲ.
...ა მყუდროებით ვცხონდებოდით“** (). ანუ მეფეთა და მთავართა ხსნა ჩვენს უშფოთველობას ნიშნავს; როგორც რომაელთა მიმართ ეპისტოლეშიც, როცა მათ მთავართა მორჩილებისაკენ აღძრავს, ამბობს: „არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა“ (). რადგან ღმერთმა ხელისუფლებანი საერთო სარგებლისთვის დაადგინა. მაშ, განა უადგილო არ არის, რომ ისინი ამისათვის ომობდნენ და იარაღს იღებდნენ, რათა ჩვენ უსაფრთხოდ ვიყოთ, ჩვენ კი საფრთხეში მყოფთა და მებრძოლთათვის ვედრებებსაც კი არ აღვავლენდეთ? ასე რომ, ეს საქმე ლიქნი კი არ არის, არამედ სამართლიანი მსჯელობიდან გამომდინარეობს. რადგან თუ ისინი არ გადარჩებოდნენ და ომებში წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, აუცილებელი იქნებოდა, ჩვენი საქმეებიც არეულობასა და შფოთში ყოფილიყო; ისინი რომ ამოეწყვიტათ, ან ჩვენ თვითონ უნდა გვეომა, ან ყველგან გაქცევა და ხეტიალი მოგვიხდებოდა. რადგან, ამბობს, ისინი ერთგვარ წინ გაწეულ ზღუდეებს ჰგვანან: წინ დგანან და შიგნით მყოფებს მშვიდო...