თარგმანი: აჰა ესერა მიზეზსა იტყჳს, რომლისათჳს განავრცნა სიტყუანი ესე გამოძიებისანი, ვითარმედ: ცხორებისათჳს ისრაჱლისა ფრიად რაჲმე წყურიელ არს. ამისთჳს წამებს მათთჳს, ვითარმედ: შური აქუს არა საღმრთოდ, არამედ რეცა საღმრთოდ, რამეთუ ჰგონებენ, ვითარმედ შჯულისა დამცველ არიან, არამედ შჯულისა გარდამავალ იქმნებიან, რამეთუ არა ირწმუნებენ შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგებულსა და სრულ-მყოფელსა მათსა უფალსა. ამისთჳს უმეცრებაჲ სრული დაესაჯების მოციქულისა მიერ.
ჰრომაელთა მიმართ 10:2
თარგმანი: მომადლებისა მათისათჳს იტყჳს ამას, ვითარმედ ვეწამებიო, რომელ არა კაცთათჳს განყოფილ არიან ქრისტესგან, არამედ ჰგონებენ თუ: საღმრთოჲ შური გუაქუს. გარნა უგულისჴმოებით არს გულისსიტყუაჲ მათი, რამეთუ არა ჭეშმარიტისა მის კეთილისა ისწრაფიან ცნობად, არამედ თჳსი იგი გულისსიტყუაჲ მიუდრეკელად აქუს ცუდი იგი და არა დაემორჩილნეს ჭეშმარიტსა მას სიმართლესა და ძალსა ღმრთისასა —ქრისტეს.
განმარტება კვირიაკის სამოციქულიოსა (რომ. 10, 1-11).
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.
აწინდელთა კვირიაკეთა შინა, ესე იგი შემდგომად სულის წმინდის მოფენისა, ყოველს წირვაზედ წაიკითხებიან სამოციქულოსაგან რომაელთა მიმართ წმინდისა პავლე მოციქულისა ისრეთნი თავნი და მუხლნი, რომელნიც იპყრობენ თვის შორის დიდსა და ღრმასა სწავლასა. მეტადრე დღეს წაკითხული სამოციქულო წინა-დაგვიდებს ერთობ ღრმასა სწავლასა, რომელსა ყოველი ქრისტიანე ვერ გაიგებს ჯეროვნად, უკეთუ არ ეყოლა ხელმძღვანელი. ამისათვის, შეწევნითა ღვთისათა, ავხსნათ აზრი დღეს წაკითხულის სამოციქულოისა, ხოლო ხელმძღვანელად ჩვენდა მოვუწოდოთ დიდსა და წმინდასა მამასა ჩვენსა იოანე ოქრო-პირსა, რომელმან დაგვიტოვა ჩვენ ვრცელი და მშვენიერი განმარტება...
...ამიტომაც, მათი აზრით, იგი ამბობდა, რომ მისი ბაგეები უწმინდური იყო, რადგან კადნიერება აკლდა. მაგრამ მე ვერ მივიღებდი მათ, ვინც ასე ამბობს, რადგან მათზე სანდო პავლეა, რომელიც ესაიას გაბედულს უწოდებს და ამბობს: „ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს“ (). ამიტომაც, როგორც ამბობენ, იგი სიცოცხლეს ჩვეულებრივი წესითაც კი არ განშორებია, არამედ უმძიმესი სასჯელი დაითმინა, რადგან იუდეველებმა მისი კადნიერება ვერ აიტანეს.
ამასთანავე, საღვთო წერილი არსად ამბობს, რომ ესაია იქ იყო, როცა ოზიას ამბავი ხდებოდა, და იქ მყოფი დუმდა; ამის მთქმელნი ამას საკუთარი სახლიდან, საკუთარი ვარაუდით იგონებენ. მაშ, რა უნდა ითქვას? ის, რომ მოსეს შემთხვევა და ეს შემთხვევა ერთნაირი არ იყო. მოსე იგზავნებოდა უცხო და ბარბაროსულ ქვეყანაში, მძვინვარე და გამხეცებულ ტირანთან; ესაია კი თავისიანებთან, რომელთაც ბევრი რამ მრავალგზის ჰქონდათ მოსმენილი და დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ განსწავლულნი; ამიტომ იქ მორჩილებას და აქ მორჩილებას...
...ცა ესაიას თავისუფალ მეტყველებას, დაუმონებელ სულისკვეთებას, მაღალ აზრსა და ქრისტეს შესახებ ესაიას წინასწარმეტყველების დიდ სიცხადეს აჩვენებდა, ყოველივე ეს ერთი გამონათქვამით წარმოადგინა და თქვა: „ხოლო ესაია იკადრებს და იტყჳს: ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს“ (). დიდი იყო მასში თანალმობაც. იგი არა მხოლოდ ერის მძვინვარებას უპირისპირდებოდა და თავისუფალი ენითა და უფრო მაღალი აზრით, დიდი კადნიერებით აუწყებდა მათ იმ მწუხარებებს, რომლებიც თავს დაატყდებოდათ, არამედ თვით ამ მოვლენების გარემოებებშიც იმათზე ნაკლებად როდი სტკიოდა და იკოდებოდა, ვინც მათში ვარდებოდა, და დატყვევებულებზე უფრო მწარედ გლოვობდა. და, შეიძლება ითქვას, ყველა წინასწარმეტყველისა და წმინდანის ზნეც ასეთი იყო: მათ თავიანთი განწყობით, რომელიც მათზე ჩაბარებულთა მიმართ ჰქონდათ, მამების მამობრივი სიყვარული დაჩრდილეს და ბუნების მძლავრობას დიდი სიჭარბით გადააჭარბეს. რადგან არც ერთი, არასოდეს არც ერთი შვილთმოყვარე კაცი ისე არ იწვოდა თავისი ნაშიერების გამო, როგორც ესენი კვდებოდნენ მათზე ჩა...
...ამბობს: „რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ“ (). და როცა ჯერ კიდევ ურწმუნო იუდეველებზე საუბრობს, სიტყვას თავშეკავებით იყენებს: „ვეწამები მათ, რამეთუ შური საღმრთოჲ აქუს, არამედ არა მეცნიერებით“ (); თავის თავზე კი ამბობს: „მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ“ ().
ხედავ მის თვითდამდაბლებას — როგორ არ არის თავისმოყვარე, როგორ დამდაბლებული აქვს გონება? საკმარისი არ იყო ეთქვა: „მგმობარ და მდევნელ“ (), არამედ ისიც აჩვენა, რომ ამას განსაკუთრებული სიმძაფრით აკეთებდა. რადგან, ამბობს იგი, ბოროტებას მხოლოდ საკუთარ თავში კი არ ვაჩერებდი და არც იმით ვკმაყოფილდებოდი, რომ თვითონ ვგმობდი, არამედ ღვთისმოსაობის მსურველებსაც ვდევნიდი. დიდია გმობის მძვინვარება. მაგრამ ამბობს: „არამედ შევიწყალე, რამეთუ უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა“ (...