...მ ელინთა მოწაფეებმა, ამ სტიქიის წინაშე აღტაცებასა და განცვიფრებაში მოსულებმა, ვეღარ შეძლეს შორს ხილვა და შემოქმედის დიდება, არამედ სტიქიაზე შეჩერდნენ და გააღმერთეს იგი. ამიტომაც ამბობს ნეტარი პავლე: „გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა" (). რა შეიძლება ამ ადამიანებზე უფრო უგუნური იყოს, ვინც ვერ შეძლეს ქმნილებისგან შემოქმედის შეცნობა და ასეთ ცთომილებაში ჩავარდნენ, რომ ქმნილება და დაბადებული შემოქმედის საფეხურზე აიყვანეს? ამიტომ საღვთო წერილი, რომელიც წინასწარ ხედავს უზრუნველ ადამიანთა ცთომილებისადმი მიდრეკილებას, გვასწავლის, რომ ეს სტიქია სამი დღის შემდეგ შეიქმნა, მას შემდეგ, რაც მიწაზე ყველა თესლი აღმოცენდა და მიწამ თავისი შემკობა მიიღო: ამის შემდეგ ნუ გაბედავს ვინმე თქმას, თითქოს მზის ხელშეწყობის გარეშე მიწის ნაყოფი ვერ მომწიფდეს. ამიტომ (მოსე) გიჩვენებს, რომ ყველაფერი მზის შექმნამდე იყო აღსრულებული; რომ ნაყოფთა მომწიფება არა მას მიაწერო, არამედ ყოვლისა შემოქმედს, რომელმაც თავდაპირველად თქვა: „აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ". თუკი იტყვიან, რომ მზის მოქმედებაც ხელს უწყობს ნაყოფთა მომწიფებას, ამას საწინააღმდეგოს არ ვიტყვი. როგორც მიწათმოქმედზე ვამბო...
ჰრომაელთა მიმართ 1:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...თი ბრძანებს, მაშინ ყველაფერი ნებას დაუთმობს და დაემორჩილება მის ნებას. ნუ გამოვიძიებთ ღვთის საქმეებს ჩვენი ადამიანური გონებით, არამედ ქმნილებებს, რომ განვიხილავთ, ხელოვანს გავოცდეთ. „რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ" ().
4. ქმნილება არაფრისგან (1:1-2)
ხოლო თუ ჭეშმარიტების მტრები დაჟინებით იტყვიან, რომ შეუძლებელია არარსებულისგან რაიმეს შექმნა, ჩვენ ვკითხავთ მათ: პირველი ადამიანი მიწისგან შეიქმნა თუ სხვა რაიმესგან? ეჭვგარეშეა, რომ დაგვეთანხმებიან და იტყვიან, რომ მიწისგან. მაშ, გვითხრან, როგორ წარმოიქმნა მიწისგან ხორცი? მიწისგან შეიძლება იყოს ტალახი, აგური, თიხა, კრამიტი, მაგრამ როგორ წარმოიქმნა ხორცი? როგორ – ძვლები, მყესები, ძარღვები, ქონი, კანი, ფრჩხილები, თმა? როგორ წარმოიქმნა ერთი არსებული ნივთიერებისგან ამდენი სხვადასხვა თვისების მქონე რამ? ამაზე მათ პირის გახსნაც კი არ შეუძლიათ. რას ვამბობ ჩვენი სხეულის შესახებ? გვითხრან პურის შესახებ, რომლითაც ყოველდღიურად ვიკვებებით: როგორ გარდაიქმნება ერთგვაროვანი პური სისხლად, ბალღამ სითხედ, ნაღველად და სხვადასხვა წვენად? პური ძირითადად ხორბლის ფერისაა, ხოლო სისხლი წითელი ან შავია. ამრიგად, თუ ვე...
...3:6) რაჲ ითქუას, ზოგად ყოველთა კაცთა ღმერთ არს და არა მათდა ოდენ. ეგრეთვე "ღმერთი ამის საუკუნოჲსაჲ" იგივე არს ღმერთ მერმისაცა საუკუნოჲსა. ხოლო დაბრმობაჲ რაჲ გესმას, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მიშუებასა მისსა მისდა — საქმედ სახელ-ედების, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა თქუმულ არს: "მისცნა იგინი გამოუცდელსა გონებასა" (), რამეთუ ვინაჲთგან იძულებით არავის მოიყვანებს, არამედ ყოველთავე ნებსით ეძიებს, ამისთჳსცა, რომელთა არა უნდეს მოსლვაჲ გინა ხედვაჲ მისი, მათ მიუშუებს ქმნად თჳთმფლობელობით, და მიშუებასა მას და დატევებასა მისსა უნებლიეთ შეუდგს სიბრმე და წარწყმედაჲ, რამეთუ ყოველი ნათლისაგან დაკლებული ბნელ არს. ხოლო ვინაჲთგან უიძულებელ არიან მადლნი და ჩინებანი მისნი, ამისთჳს არა-მნებებელთა მათ მისთა და არა-მრწმუნებელთა მიშუებაჲ და დატევებაჲ მის მიერად დაბრმობად ითქუმის, დაკლებითა და განყოფითა მისგან.
მოციქულისაჲ: რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი (4,4).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რაჲთა არა აღმოუცისკრდეს მათ ნათელი სახარებისა დიდებისა ქრისტესი; რამეთუ სარკითა ხედვასა ამას და ზოგებით მცირედ ცნობასა ცისკარ ეწოდების, დღესა მას თანა მერმისა მის საუკუნოჲსა კეთილთა და გულისჴმის-ყოფათა უსრულესობისასა. ხოლო შენ იხილე...