მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე მარჯუენით საყდართა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა.
თარგმანი. წიგნად გულისჴმა-ვჰჴოფთ სიღრმესა მას ღმრთისა სასჯელთასა, რომელსა შინა ყოველნივე შთაწერილ არიან სიტყჳსაებრ დავითისა. ხოლო გარეგნით წერილ არიან სასჯელნი ღმრთისანი, რომელთაჲ-იგი შესაძლებელ არს გულისჴმის-ყოფაჲ, ხოლო შინაგან წვრილ არიან სასჯელნი იგი და საქმენი ღმრთისანი, დაფარულნი ყოველთაგან დაბადებულთა. ხოლო შჳდთა ბეჭედთა გულისჴმა-ვჰყოფთ ძალთა მათ და...