მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 5:4

3. და ვერვინ შემძლებელ იყო ზეცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა შინა განღებად წიგნისა მის, და არცა მიხედვად მისა.4. და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა.5. და ერთმან მღდელთა მათგანმან მრქუა მე: ნუ სტირ, აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 5
4. და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა.
წიგნი 5
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე მარჯუენით საყდართა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა.

თარგმანი. წიგნად გულისჴმა-ვჰჴოფთ სიღრმესა მას ღმრთისა სასჯელთასა, რომელსა შინა ყოველნივე შთაწერილ არიან სიტყჳსაებრ დავითისა. ხოლო გარეგნით წერილ არიან სასჯელნი ღმრთისანი, რომელთაჲ-იგი შესაძლებელ არს გულისჴმის-ყოფაჲ, ხოლო შინაგან წვრილ არიან სასჯელნი იგი და საქმენი ღმრთისანი, დაფარულნი ყოველთაგან დაბადებულთა. ხოლო შჳდთა ბეჭედთა გულისჴმა-ვჰყოფთ ძალთა მათ და განგებულებათა წმიდისა სულისათა, რომელი გამოეძიებს ყოველთავე სიღრმეთა, რომელთა განჴსნად ვერცა ერთი დაბადებულთაგანი შემძლებელ არს.

მოციქულისაჲ. (2) და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ჴმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მ ღირს არს განღებად წიგნისა მის და განჴსნად ბეჭედთა მისთა? (3) და ვერვინ შემძლებელ იყო ცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა განღებად წიგნისა მის, არცა მიხედვად მისა მიმართ.

თარგმანი. ამის მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ვერცა ანგელოზნი, ვერცა კაცნი, რომელნი ჴორცთა შინა არიან, არცა რომელნი ჴორცთაგან განსრულ აოიან წმიდანი,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის