მოციქულისაჲ. (1) შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა.
თარგმანი. აღებაჲ იგი კარისაჲ გამოცხადებასა დაფარულთა საიდუმლოთასა მოასწავებს, ხოლო თუ: აღმოედ აქა_სრულიად ქუეყანისაგან აღმაღლებასა და ცად მისლვასა გონებისა მისისასა მოასწავებს.