მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 2:10

9. ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ მდიდარ ხარ. და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაჲ.10. ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ.11. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 2
10. ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ.
წიგნი 2
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა: (2) ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ იერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ. (3) და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ. (4) არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე. (5ა) მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ.

თარგმანი. აქნა საქმენი იგი მის ეჴლესიისანი ყოველნი, ხოლო ერთისათჳს საქმისა ოდენ აბრალა. რამეთუ გონებაჲ და შრომაჲ მისი და სარწმუნოებისათჳს მოთმინებაჲ და უკეთურთაგან უცხო-ყოფაჲ და რამეთუ არა ყოვლისა სულისაჲ ჰრწმენა და გამოცადნა ცრუ-მოციქულნი იგი და ცნა ტყუვილი მათი და გარე-მოაქცინა. ესე ყოველი აქო. და კუალად, რამეთუ საქმენი იგი უკეთურთა ნიკოლაელთანი სძულდეს. ხოლო აბრალა ამისთჳს, რამეთუ ძმათა მიმართ სიყუარული და ქველის-საქმჱ მისი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის