მოციქულისაჲ. (1) და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი. რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ, და გიჩუენო შენ სასჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ. რომელი იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა. (3) და წარმიყვანა სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი მჯდომარჱ მჴეცსა ზედა წითელსა. სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი.
თარგმანი. ამას მეძავსა გულისჴმა-ვჰყოფთ მეფობასა ქუეყანისასა. რომელი იქმნა პირველითგან დიდ, დაღაცათუ სხუად და სხუად ადგილად...