მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 17:3

2. რომლისა თანა ისიძვეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ღჳნისა მისგან სიძვისა მისისა.3. და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი.4. და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 17
3. და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი.
წიგნი 17
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი. რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ, და გიჩუენო შენ სასჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ. რომელი იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა. (3) და წარმიყვანა სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი მჯდომარჱ მჴეცსა ზედა წითელსა. სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი.

თარგმანი. ამას მეძავსა გულისჴმა-ვჰყოფთ მეფობასა ქუეყანისასა. რომელი იქმნა პირველითგან დიდ, დაღაცათუ სხუად და სხუად ადგილად მიიცვალა, არამედ ერთ-გუამად ითქუმის იგი, და ქალაქსა მას. რომელსა შინა იყოს მოსლვადმდე ანტჱს მეფთბაჲ. ხოლო უდაბნოჲ, რომელსა მიიწია მოციქული სულითა, არს მოოჴრებაჲ მის მეძვისაჲ, რომელი სულითა პირველვე იხილა, ვითარცა დედაკაცი ცოდვისა მიმართ გულის-თქუმისა მისისათჳს და კეთილთა მიმართ უძლურებისა, და მჯდომარჱ მჴეცსა ზედა მეწამულსა სისხლის-მოყუარესა ეშმაკსა ზედა ბოროტთა მიერ საქმეთა ჯდომისა მისისათჳს, რამეთუ მჴეცი და მეწამული ფერი მისი მძჳნვარებისა და კაცის-მკლველობისა სახჱ არს. ხოლო შჳდთა თავო. და ათთა რქათათჳს ქუემორე ვისწავოთ ანგელოზისა მიერ.

##...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის