მოციქულისაჲ. (1) დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს რქანი ათნი და თავნი შჳდნი და რქათა მისთა ზედა ათნი გჳრგჳნნი და თავთა მისთა ზედს სახელნი გმობისანი.
თარგმანი. ესე მჴეცი არს ანტჱ, აღმომავალი მრავალ-ღელვისა მის ამის სოფლისა ზღჳსაგან. ხოლო თავნი და გჳრგჳნნი და რქანი მისნი სასწაულნი არიან ეშმაკისა მიმართ ერთობისა მისისათჳს, რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისათჳსცა თქუმულ არს პირველ. ხოლო თავთა ზედა მისთა გმობისა იგი სახელნი მთავარნი იგი და ჴელმწიფენი მისისა...