მოციქულისაჲ. (1) და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზჱ, და მთოვარჱ იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ.
თარგმანი. დედაკაცი ესე, რომელსა ემოსა მზჱ, არს ეკლესიაჲ, რომელსა ჰმოსიეს მზჱ იგი სიმართლისაჲ _ ქრისტე. და გჳრგჳნი ათორმეტთა მათ მოციქულთა სწავლისაჲ არქჳა თავსა ზედა მისსა. და სარწმუნოებაა არს ქუეშე მისსა, რომლისა სახჱ არს მთოვარჱ, რამეთუ ნოტია არს ყოვლითურთ ბუნებაჲ მისი. და ამისთჳს სახჱ არს ნათლის-ღებისაჲ, რომელი-იგი ზღუად...