მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, გარდამომავალი, და ემოსა ღრუბელი; და ირისჱ, რომელ არს ბერძლებრ მშჳლდი ცისაჲ, იგი იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზჱ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი.
თარგმანი. ისე ანგელოზი არს წმიდაჲ; ხოლო ღრუბელი, რომელი ემოსა, და ცისა მშჳლდი შუენიერებისა მისისა სახჱ არს და თითო-ფერთა სათნოებათაჲ. ხოლო ცეცხლისა ფერჴნი საშინელებისა და ცოდვილთა ტანჯვისა სახჱ არს, რომელნიცა ჴმელსა ზედა არიან, ანუ თუ ჭალაკთა ზღჳსათა. ამისთჳსცა ერთი ფერჴი...