მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 10:1

1. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, გარდამომავალი ზეცით, და ემოსა ღრუბელი; და ირისე, რომელ არს მშჳლდი ცისაჲ ბერძლებრ, იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზე; და ფერჴნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი.2. და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი განღებული. და დადვა ფერჴი მისი მარჯუენე ზღუასა ზედა და მარცხენე - ქუეყანასა ზედა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 10
1. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, გარდამომავალი ზეცით, და ემოსა ღრუბელი; და ირისე, რომელ არს მშჳლდი ცისაჲ ბერძლებრ, იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზე; და ფერჴნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი.
წიგნი 10
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, გარდამომავალი, და ემოსა ღრუბელი; და ირისჱ, რომელ არს ბერძლებრ მშჳლდი ცისაჲ, იგი იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზჱ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი.

თარგმანი. ისე ანგელოზი არს წმიდაჲ; ხოლო ღრუბელი, რომელი ემოსა, და ცისა მშჳლდი შუენიერებისა მისისა სახჱ არს და თითო-ფერთა სათნოებათაჲ. ხოლო ცეცხლისა ფერჴნი საშინელებისა და ცოდვილთა ტანჯვისა სახჱ არს, რომელნიცა ჴმელსა ზედა არიან, ანუ თუ ჭალაკთა ზღჳსათა. ამისთჳსცა ერთი ფერჴი ზღუასა ზედა დადვა და ერთი _ ქუეყანასა ზედა, რაჲთა უშჯულონი ტანჯნეს.

მოციქულისაჲ. (2) და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი განღებული. და დადვა ფერჴი მისი მარჯუენჱ ზღუასა შინა და მარცხენე -_ ქუეყანასა ზეთა. (3) და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარცა ლომი რაჲ ყჳრინ. და რაჟამს ჴმა-ყო, თქუნეს შჳდთა ქუხილთა ჴმანი მათნი.

თარგმანი. რიგნი იგი მცირჱ იყო, რომელსა შინა წერილ იყვნეს ბოროტთა კაცთა საქმენი. ხოლო ჴმაჲ ანგელოზისაჲ, ლომისა ყჳრილსა მიმსგავსებული, საშინელებასა მისსა აჩუენებს. და შჳდნი იგი ქუხილნი შჳდნი ანგელოზნი არიან, რომელთა თქუეს მომავალთა მათთჳს საქმეთა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის